02:58 06 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (434)
82 0 0

დოკუმენტის არქონის შემთხვევაში საქონელს ან უკან დააბრუნებენ, ან ადგილზე გაანადგურებენ ტვირთის მფლობელის ხარჯით.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. რუსეთში დღეიდან ახალი წესები ამოქმედდა სახელმწიფო საზღვარზე ხილ-ბოსტნეულისა და ყვავილების ბარგით გადატანის შესახებ, იუწყება გაზეთი Российская газета.

ახალი წესების თანახმად, რუსეთის საზღვრის გადაკვეთისას — ქვეყანაში შესვლისა თუ იქიდან გასვლის დროს, დაშვებულია ბარგით არაუმეტეს 5 კგ ხილის ან ბოსტნეულის და ყვავილების სამი თაიგულის შეტანა ან გატანა.

უფრო დიდი პარტიების შემთხვევაში საზღვარზე აუცილებელი ხდება ფიტოსანიტარული სერტიფიკატის წარდგენა. დოკუმენტის არქონის შემთხვევაში საქონელს ან უკან დააბრუნებენ, ან ადგილზე გაანადგურებენ ტვირთის მფლობელის ხარჯით.

ახალი წესები ვრცელდება ისეთ ხილზე, როგორებიცაა: გარგარი, ბალი, ალუბალი, ატამი, ქლიავი , ციტრუსები, ასევე ფინიკი, ლეღვი, ანანასი, ავოკადო, გუავა, მანგო, მანგუსტინი და სხვ.

შეზღუდვები ეხება ისეთ ბოსტნეულს, როგორებიცაა: პარკოსნები, პომიდორი, კომბოსტოს სხვადასხვა სახეობა, სტაფილო, თალგამი, კიტრი, ბოლოკი და ა.შ.

ახალი წესების თანახმად, გაკონტროლდება როგორც საზღვაო ხომალდებისა და თვითმფრინავების, ისე მატარებლების მგზავრებისა და ასევე ეკიპაჟების წევრების ბარგიც.

თემები:
რუსეთი დღეს (434)

მთავარი თემები