ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

GPS-ი იშვიათი სახეობის წეროებისთვის: მეცნიერები გადაფრენის პროცესს დააკვირდებიან

გამოწერა
პროგრამის რეალიზების მიზნით მემორანდუმს ჩინეთსა და რუსეთს შორის 2018 წლის აპრილში მოეწერა ხელი.

თბილისი, 12 ივლისი - Sputnik. მეცნიერებმა რუსეთის WWF-ის მხარდაჭერით ამურისპირეთში, ებრაელთა ავტონომიურ ოლქში, პრიმორიესა და ხაბაროვსკის მხარეში შორეული აღმოსავლეთის წეროების 80 ბარტყს GPS-გადამცემები და რგოლები შეაბეს, რომელთა მეშვეობითაც რუსეთის შორეული აღმოსავლეთიდან ამ იშვიათი ფრინველების ჩინეთისკენ გადაფრენის პროცესს დააკვირდებიან. 

კოსმოსური სადგური - Sputnik საქართველო
მეცნიერები კოსმოსში პირველი ადამიანის დაბადებაზე ალაპარაკდნენ

პროგრამის რეალიზების მიზნით მემორანდუმს ჩინეთსა და რუსეთს შორის 2018 წლის აპრილში მოეწერა ხელი. წერო ამურის აუზში - რუსეთისა და ჩინეთის ტერიტორიებზე ბინადრობს. გაზაფხულზე რუსეთის ნაწილში ბარტყებს ჩეკს და შემოდგომის დასაწყისში გამოსაზამთრებლად ჩინეთისკენ მიფრინავს.  

 „რადიოგადამცემების მეშვეობით იგეგმება რუსეთის შორეული აღმოსავლეთიდან ფრინველების ჩინეთში მიგრაციის ტრაექტორიისა და კონცენტრაციის ადგილების დადგენა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი კვლევა ერთადერთხელ, 20 წლის წინ ჩატარდა. მეცნიერები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმის გარკვევას, როგორ შეიცვალა ამ დროის განმავლობაში იშვიათი სახეობის წეროების გადაფრენის გზები. ფრინველები ბუდეებს არხარინისა და ხანკაის დაბლობებსა და ზეისკი-ბურეინსკის ვაკეზე, ასევე „ბოლონსკის“ ნაკრძალში იკეთებდნენ.

რადიოგადამცემი მუშაობს მზის ბატარეაზე და მისი წონა 50 გრამია. გადამცემი გათვლილია 3-5 წელზე. ამ დროის გასვლის შემდეგ მოწყობილობა ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების ქვეშ იშლება და ფრინველს ძვრება.

შორეული აღმოსავლეთის წერო - რუსეთში მობინადრე ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ფრინველია. ის რუსეთის ფედერაციის წითელ წიგნშია შეტანილი. 1998 წლიდან ამურის რეგიონში შორეული აღმოსავლეთის წეროების გამრავლებისუნარიანი წყვილების რაოდენობა 1,85-ჯერ გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0