08:48 19 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2191
  • 100 RUB4.5608
  • USD2.8714
სახელმწიფო სათათბირო

რუსეთის დუმა საქართველოს მიმართ დამატებითი სანქციების მოთხოვნას აპირებს

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
გინება პირდაპირ ეთერში - სკანდალი Rustavi 2-ის ირგვლივ (49)
13810

წყაროს ინფორმაციით, ეს იდეა შემდგომში საქართველოს მიმართ შესაძლო სანქციების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას ემსახურება.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. რუსეთის სახელმწიფო სათათბირო სამშაბათს განცხადებით მიმართავს მინისტრთა კაბინეტს, შეაფასოს საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობები, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სანდო წყაროზე დაყრდნობით. 

წყაროს ინფორმაციით, ეს იდეა შემდგომში საქართველოს მიმართ შესაძლო სანქციების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას ემსახურება.

„განცხადების იდეაა, მთავრობამ შეაფასოს საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობები, რათა მერე შესაძლო სანქციების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს“, — ციტირებს სააგენტო წყაროს სიტყვებს.

7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მკვეთრი ფორმით გამოხატეს რეაქცია „რუსთავი 2“-ის ეთერთან დაკავშირებით. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაბუნიას გამონათქვამები ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად და დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა, ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის გამოსვლას საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შეტანის მცდელობა უწოდა.

თემები:
გინება პირდაპირ ეთერში - სკანდალი Rustavi 2-ის ირგვლივ (49)

მთავარი თემები