ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

რუსეთში ქალებისთვის აკრძალული პროფესიების ჩამონათვალი მცირდება

© photo : Nikita Isakov, "Trubodetal" press serviceახალგაზრდა ქალები
ახალგაზრდა ქალები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალებისთვის აკრძალული პროფესიების ჩამონათვალზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. რუსეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქალებისთვის აკრძალული პროფესიების ჩამონათვალს ამცირებს, ნათქვამია უწყების საიტზე გამოქვეყნებულ ბრძანების პროექტში. 

ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო
სავალუტო ჯიხურის მოლარე ქალმა 648 ათასი დოლარი გაიტაცა: გამოცხადებულია ძებნა

სუსტი სქესისთვის აკრძალული პროფესიების ჩამონათვალში შევა მხოლოდ 98 სახის სამუშაო, ნაცვლად ოცი წლის წინ დადგენილი 456-ისა.

განახლებული დოკუმენტი ძალაში 2021 წელს შევა, რის შემდეგაც ქალებს უფლება ექნებათ დასაქმდნენ: დიდი ტვირთმზიდების მძღოლებად, ელექტრომატარებლების მემანქანეებად, ავტომობილების ზეინკლებად, იმსახურონ გემებზე ბოცმანებად, შკიპერებად თუ მეზღვაურებად ა.შ.

ამასთან სამინისტრომ ძალაში დატოვა აკრძალვები, რომლებიც ეხება ქიმიურ წარმოებებში, ფერადი და იშვიათი ლითონების საწარმოებში, ნავთობის ჭაბურღილებსა და ავიაზეინკლებად ქალების დასაქმებას.

უწყების ინფორმაციით, ქალებისთვის აკრძალული პროფესიების ჩამონათვალზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.

ყველა ახალი ამბავი
0