„აეროფლოტმა“ და „პობედამ“ საქართველოში ფრენების შეჩერებით გამოწვეული ზარალი დაითვალეს

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავები „შერემეტევოს“ აეროპორტში
თვითმფრინავები „შერემეტევოს“ აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„აეროფლოტის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ზარალის კომპენსაციის იმედი აქვს

თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. რუსულმა ავიაკომპანიებმა „აეროფლოტმა“ და „პობედამ“ საქართველოში ფრენების შეწყვეტით გამოწვეული ფინანსური ზარალი დათვალეს და მონაცემები რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადასცეს. ამის შესახებ „აეროფლოტის“ გენერალურმა დირექტორმა ვიტალი საველიევმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
ზურაბ აბაშიძე: მიღწეული პოზიტივი უნდა შენარჩუნდეს

რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან აკრძალა, ტუროპერატორებსა და აგენტებს კი ურჩია, არ მიეყიდათ რუსეთის მოქალაქეებისთვის საგზურები საქართველოს მიმართულებით. ამ გადაწყვეტილების მიღება განაპირობა საქართველოში სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტის ირგვლივ შექმნილმა აჟიოტაჟმა და საპროტესტო ტალღამ. მომიტინგეები ანტირუსულ განცხადებებს აკეთებენ და საქართველოს შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. მინისტრს 20 ივნისის ღამეს საპროტესტო აქციის სასტიკად დარბევაში ადანაშაულებენ.

„პობედამ“ და „აეროფლოტმა“ ზარალი დათვალეს და მონაცემები ტრანსპორტის სამინისტროს გადასცეს. რამდენადაც მესმის, ახლა ავიაკომპანიები დაიწყებენ მოლაპარაკებას კომპენსაციის გაანგარიშების მეთოდზე. ალგორითმს ტრანსპორტის სამინისტროსთან შევათანხმებთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ზარალს აგვინაზღაურებენ“, - აღნიშნა საველიევმა.

კითხვას, რომელი მიმართულებები იხილება კომპანიის იმ თვითმფრინავებისთვის, რომლებიც ფრენებს საქართველოში ასრულებდნენ, საველიევმა უპასუხა: „არ ვიცი. ახლა ამ საკითხზე სტრატეგები მუშაობენ. მომხდარი ჩვენთვის მოულოდნელი იყო. ეს ყველაზე მარტივი ამოცანა არ არის „ცხელ“ სეზონზე - გაუშვა თვითმფრინავი სხვა მიმართულებით. თუ არასწორ მიმართულებას აირჩევ, წარმოიქმნება დემპინგი და ჩვენ ყველანი ვზარალდებით“.

 

ყველა ახალი ამბავი
0