რამდენი რუსი ტურისტი იმყოფება საქართველოში – „როსტურიზმის“ მონაცემები

გამოწერა
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა საქართველოდან რუსეთში პირდაპირი რეისების გაუქმების შესახებ, სამშობლოში 570 რუსი ტურისტი დაბრუნდა.

თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. საქართველოში 930 რუსი ტურისტი იმყოფება და ისინი რუსეთში 8 ივლისამდე დაბრუნდებიან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости „როსტურიზმის“ პრეს-ცენტრზე დაყრდნობით.

თბილისში არეულობების ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება. ამასთან, 8 ივლისიდან ფრენებს ვეღარ შეასრულებენ ქართული ავიაკომპანიებიც.

საპროტესტო აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
რუსული ავიაკომპანიები მზად არიან რუსი ტურისტები საქართველოდან 8 ივლისის შემდეგ გაიყვანონ

„ტუროპერატორებისგან მიღებული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში იმყოფება 930 ტურისტი. მათი უკან დაბრუნება გეგმის მიხედვით, 8 ივლისამდე მოხდება“, – აღნიშნავენ „როსტურიზმში“.

ამასთან 21–26 ივნისის პერიოდში რუსეთში დაბრუნდა 570 ტურისტი, დასძინეს უწყებაში.

„როსტურიზმის“ მონაცემებით, 2019 წლის 8 ივლისის შემდეგ შეთანხმება საქართველოში გამგზავრების შესახებ დადებული აქვს 3,71 ათას ადამიანს.

„ყველა ტუროპერატორს აქვს რეკომენდაციები, შეაჩეროს საქართველოში ტურისტული პროდუქტების ფორმირება და რეალიზაცია, ასევე ცალკეული ტურისტული მომსახურება. ტუროპერატორებმა დაადასტურეს პროგრამების გაუქმება. ამჟამად ისინი ტურისტებთან აქტიურად მუშაობენ, სთავაზობენ მათ ალტერნატიულ მიმართულებებს ან უბრუნებენ მთლიან თანხას“, – აღნიშნავენ „როსტურიზმში“.

„როსტურიზმი“: როგორ დავაბრუნოთ ბილეთები და ტურები საქართველოში>>

2019 წლის ივნისის მონაცემებით, ამ დროისთვის რუსეთიდან საქართველოში ექვსი ავიაკომპანია ასრულებს ფრენებს: ურალის ავიახაზები, „პობედა“, „აეროფლოტი“, S7 Airlines, Red Wings Airlines, Smartavia. ამას გარდა, რუსეთში ფრენებს ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways და MyWay Airlines ასრულებენ.

გასულ წელს საქართველოში დაფიქსირდა უცხოელი მოგზაურების რეკორდული რაოდენობა - 8,7 მილიონი ადამიანი, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებმა საქართველო 1,4 მილიონჯერ მოინახულეს. წელს კი, იანვრიდან მაისის ჩათვლით, რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში დაახლოებით 540 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 31%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0