„როსტურიზმი“: როგორ დავაბრუნოთ ბილეთები და ტურები საქართველოში

გამოწერა
რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების განხორციელებაზე აკრძალვა ძალაში 8 ივლისიდან შედის

თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. „როსტურიზმის“ ვებ-გვერდზე საქართველოში ვითარების შესახებ ტურისტების მიერ ყველაზე ხშირად დასმული კითხვები გამოქვეყნდა, რომელთა შორისაა ავიაბილეთებისა და ტურების დაბრუნების წესებზე დასმული კითხვები.

თბილისში განვითარებული მოვლენების ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად 2019 წლის 8 ივლისიდან დროებით იკრძალება რუსული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. იქვე აღნიშნულია, რომ ეს დროებითი ზომებია, რომელიც უსაფრთხოების მიზნით არის მიღებული. გარდა ამისა, 8 ივლისიდან იკრძალება ქართული ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელება.

სანქციები ფრენებზე თუ იძულებითი შეზღუდვა – პესკოვი ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის აკრძალვაზე>>>

„როსტურიზმის“ მონაცემების თანახმად, მოწესრიგებულ ტურისტს უფლება აქვს მოითხოვოს ტუროპერატორთან დადებული ხელშეკრულების გაწყვეტა ან მისი პირობების შეცვლა, მაგალითად, დაგეგმილი ფრენის ვადაში შეარჩიოს ალტერნატიული მიმართულება.

მოწესრიგებული ტურისტები შეძლებენ ტურისტული პროდუქტის, ავიაბილეთების ჩათვლით, ღირებულების სრული მოცულობით დაბრუნებას – ამისთვის მათ საკუთარ ტუროპერატორს უნდა მიმართონ. 

ღვინის გამოფენა Expo GEORGIA–ში - Sputnik საქართველო
„როსპოტრებნადზორი" ისევ საქმეშია: ქართული ღვინის კონტროლი მკაცრდება

თუ ტუროპერატორი განცხადებას უპასუხოდ დატოვებს ან უარს იტყვის ანაზღაურებაზე, ტურისტს შეუძლია სასამართლოში სარჩელი შეიტანოს და ამასთანავე „როსპოტრებნადზორს“ მიმართოს განცხადებით. ანალოგიური წესი მოქმედებს დამოუკიდებელი მოგზაურებისთვისაც – თუ მათ ავიაკომპანიები 8 ივლისის შემდეგ დაგეგმილი ფრენების ბილეთების ღირებულებას არ დაუბრუნებენ.

გარდა ამისა, კომპანიებმა ტურისტებს ასევე უნდა აუნაზღაურონ „დაუბრუნებელი“ ბილეთების ღირებულება.

გამოქვეყნებულ მონაცემებში ასევე ჩამოთვლილია საერთო რეკომენდაციები სასტუმროს ჯავშანის გაუქმების, ტრანზიტისთვის თანხის დაბრუნების, რეისების შეფერხებებისა და სხვა საკითხების შესახებ. 

როსპოტრებნადზორი - Sputnik საქართველო
„როსპოტრებნადზორი“: საქართველოსთან დაკავშირებით კითხვებით 700-მა ადამიანმა მოგვმართა

რუსული ავიაკომპანიებისთვის ფრენების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ იქნა მიღებული, რომელზე დასასწრებადაც თბილისში რუსული დელეგაცია ჩამოვიდა. მას შემდეგ, რაც თბილისში საპროტესტო ტალღა დაიწყო, რუსმა დელეგატებმა ქვეყანა დატოვეს.

ამ დროისთვის რუსეთიდან საქართველოში ექვსი რუსული ავიაკომპანია ასრულებს ფრენებს: ურალის ავიახაზები, „პობედა“, „აეროფლოტი“, S7 Airlines, Red Wings Airlines, Smartavia. რეისებს ასევე ახორციელებს ორი ქართული ავიაკომპანია - Georgian Airways და MyWay Airlines.

რუსეთის მოქალაქეები რაოდენობით პირველ პოზიციაზე არიან საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს შორის. 2019 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში რუსეთიდან დაახლოებით 540 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც 31%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

ყველა ახალი ამბავი
0