ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

რუსმა ფიზიკოსებმა მზეზე აფეთქებების 3D გამოსახულების მიღება ისწავლეს

© NASA . Goddard Space Flight Centerგეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასტრონომებმა პირველად დაინახეს საზღვარი მზის გვირგვინის „ფურცლებსა“ და იმ წერტილს შორის, სადაც მზის ქარი წარმოიქმნება, რაც მათ ამ ნაწილაკებისა და ენერგიის ნაკადის წარმოქმნის პროცესის ამოხსნაში დაეხმარა.

თბილისი, 6 ივნისი —Sputnik. სკოლკოვის მეცნიერებისა და ტექნიკის ინსტიტუტის (Сколтех) მეცნიერებმა და მათმა უცხოელმა კოლეგებმა დაადგინეს, როგორ გამოიყენონ NASA-ს კოსმოსური ობსერვატორიებიდან მიღებული ფოტოები იმისთვის, რომ მზეზე მიმდინარე აფეთქებებისას წარმოქმნილი ტალღების ზუსტი სამგანზომილებიანი მოდელები მიიღონ. პირველი ასეთი ფოტოები Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა. 

მზე არის სფეროს ფორმის გავარვარებული პლაზმა, რომლის ზედა ფენები მუდმივად „ერევა ერთმანეთს“. ეს პლაზმის მაღალ ელექტროგამტარიანობასთან შერწყმით ძლიერ მაგნიტურ ველს წარმოშობს. მაგნიტური ველის საზღვრები ხშირად სცილდება მზის უფრო მკვრივ ფენებს, რაც იწვევს ლაქების გაჩენას, აფეთქებებსა და ძლიერ კორონალურ გამოფრქვევებს. პოტენციურად ამ ყველაფერს დედამიწაზე მთელი ცივილიზაციისა და სიცოცხლის განადგურება შეუძლია. 

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
ვაქცინა გრიპისა და ვირუსული პნევმონიის წინააღმდეგ წარმატებით გამოიცადა

მიჩნეულია, რომ ყველაზე ძლიერი აფეთქება 1859 წელს, „კარინგტონის მოვლენის“ დროს მოხდა. ამ კატაკლიზმისას დაახლოებით 10 იოტოჯოული (1025) ენერგია გამოიყო. ეს 20-ჯერ აღემატება მეტეორიტის ჩამოვარდნისას წარმოქმნილ ენერგიას, რომელმაც დინოზავრები და ზღვის რეპტილიები გაანადგურა.

მეცნიერები უკვე ორი საუკუნეა იკვლევენ, რა მეთოდით არის შესაძლებელი მსგავსი მოვლენების წინასწარ განსაზღვრა და რა მოასწავებს მზეზე მათ წარმოქმნას. ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, ვინაიდან ჰელიოფიზიკოსებს ჯერ არ აქვთ ნათელი წარმოდგენა იმ პროცესებზე, რომლებიც მნათობის ატმოსფეროს ახურებს და მის ზედაპირზე მძლავრ აფეთქებებს იწვევს.

ამ ამოცანის ამოხსნას მრავალი წელია ცდილობენ სკოლკოვის ინსტიტუტის ფიზიკოსები. ერთი წლის წინ, ზემძლავრი კორონალური გამოფრქვევის ფოტოების ანალიზისას, მათ გაარკვიეს, რომ მსგავს კატაკლიზმებს წინ უძღვის განსაკუთრებული დარტყმითი ტალღები და მათთან დაკავშირებული ულტრაიისფერი აფეთქებები. 

ამ სტრუქტურების შესწავლისას რუსი და ევროპელი ასტროფიზიკოსები წააწყდნენ მოულოდნელ პრობლემას:  აღმოჩნდა, რომ მზის ზედაპირის სამგანზომილებიანი გამოსახულების მისაღებად NASA-ს მიერ გაშვებული STEREO-ს ორი ზონდი მეტისმეტად უხარისხო ფოტოებს იღებდა. არადა, ეს მეტად მნიშვნელოვანია მათი ბუნების დასადგენად და „კოსმოსური ამინდის“ ერთ-ერთი ინდიკატორის სახით მათ გამოსაყენებლად. 

მზის დაბნელება - Sputnik საქართველო
1900 წელს გადაღებული მზის დაბნელება – უნიკალური კადრები

რუსმა ფიზიკოსებმა და მათმა უცხოელმა კოლეგებმა შეძლეს ამ ხარვეზის გამოსწორება. მათ ყურადღება მიაქციეს, რომ ყველა ზონდის მიერ ერთსა და იმავე დროს გადაღებულ ფოტოებზე უნდა ჩანდეს რამდენიმე ერთნაირი წერტილი, რომელიც ასახავს, როგორია ტალღის ქიმი ამ მომენტში.

რუსმა მეცნიერებმა მოიფიქრეს უბრალო, მაგრამ ეფექტური სტრატეგია ამ კვლევების საიმედოობის განსამტკიცებლად, როდესაც ყურადღება მიაქციეს იმას, თუ როგორ იცვლებოდა მზის ნათების ინტენსივობა მსგავსი ტალღების წარმოქმნისას და კორონალური გამოფრქვევის კერიდან მათი დაშორებისას.

ასტრონომებმა პირველად დაინახეს საზღვარი მზის გვირგვინის „ფურცლებსა“ და იმ წერტილს შორის, სადაც მზის ქარი წარმოიქმნება, რაც მათ ამ ნაწილაკებისა და ენერგიის ნაკადის წარმოქმნის პროცესის ამოხსნაში დაეხმარა.

მსგავსი მიდგომის გამოყენებით, ასტრონომებმა ზუსტად გათვალეს 2007 წლის დეკემბერსა და 2009 წლის თებერვალში მზეზე მომხდარი ორი მსხვილი აფეთქების თვისობრიობა. ამან მეცნიერებს შესაძლებლობა მისცა, განესაზღვრათ პლაზმის კორონალური აფეთქების მოძრაობის სიჩქარე და სხვა პარამეტრები.

მსგავსი „სამგანზომილებიანი“ დაკვირვებები მანათობელზე, როგორც პოდლადჩიკოვა და მისი კოლეგები იმედოვნებენ, დაგვეხმარება მზეზე მიმდინარე აფეთქებების ბუნების განსაზღვრასა და მოსალოდნელი კატაკლიზმების წინასწარ გამოცნობაში.

ყველა ახალი ამბავი
0