ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

პირველი კვანტური ტელეფონი რუსეთში: სრული კონფიდენციალობა გარანტირებულია

© photo: courtesy of InfoTeCS Moscowრუსეთში პირველი კვანტური ტელეფონი უჩვენეს
რუსეთში პირველი კვანტური ტელეფონი უჩვენეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეფონის შექმნაზე კომპანია ИнфоТеКС-ი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკოსები სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ინვესტიციის თანხამ 700 მლნ რუბლი (დაახლოებით 11 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. რუსმა ინჟინრებმა და მეცნიერებმა ერთობლივი ძალებით შექმნეს და წარმოადგინეს პირველი კვანტური ტელეფონის პროტოტიპი, რომელიც მომხმარებელთა სრულ კონფიდენციალობას უზრუნველყოფს, იუწყება Hi-Tech Mail.ru.

გავრცელებული ინფორმაციით, მომავალში ტელეფონის სისტემაში კვანტური კომპიუტერიც კი ვერ შეაღწევს.

​​ტელეფონს VipNet QSS Phone (QSS — quantum security system) უწოდეს, რაც თარგმანში „უსაფრთხოების კვანტურ სისტემას“ ნიშნავს, და მას ხმოვანი ტრაფიკისა და ტექსტური შეტყობინებების დაშიფვრა შეუძლია.

გარეგნულად აპარატი ჩვეულებრივ ყურმილიან ტელეფონს ჰგავს, ოღონდ კომუტატორიანი სერვერით. სწორედ მისი წყალობით მოიცავს უსაფრთხოების სისტემა 800 აბონენტს.

აღსანიშნავია, რომ ტელეფონი არ იმუშავებს ოპტიკური ხაზების გარეშე.

სისტემა აბონენტებს შორის ქსელური ტრაფიკის სიმეტრიულ დაშიფრვას ეფუძნება. ამისათვის გასაღებთა კვანტური განაწილების პროტოკოლი გამოიყენება. კვანტური ფიზიკის პრინციპის თანახმად, ფოტონის გაზომვა შეუძლებელია, თუ მისი მდგომარეობა არ შეიცვალა. პროტოკოლი მყისიერად აფიქსირებს ცვლილებას და ამგვარ ფოტონებს გასაღების შესაქმნელად აღარ გამოიყენებს. 

​ტელეფონის შექმნაზე კომპანია ИнфоТеКС-ი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკოსები სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ინვესტიციის თანხამ 700 მლნ რუბლი (დაახლოებით 11 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა.

ინჟინრები კვანტური ტელეფონების მცირე სერიის გამოშვებას 2019 წლის ბოლოსთვის ვარაუდობენ, ხოლო 2020 წელს რამდენიმე ათეულ მოწყობილობას დაამზადებენ მსხვილი დამკვეთებისთვის, რომლებისთვისაც კონფიდენციალობა მეტად მნიშვნელოვანია და რომლებიც საამისოდ თანხებს არ დაზოგავენ. ეს შესაძლოა იყოს ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ნავთობკომპანიები.

წაიკითხეთ აქ: რუსი არქიტექტორების ხუთი განსაცვიფრებელი ნაგებობა საზღვარგარეთ

ტელეფონის გამომგონებლები ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე მოწყობილობით სარგებლობა მხოლოდ ქალაქის ფარგლებში იქნება შესაძლებელი, შორ მანძილზე დარეკვა ვერ მოხერხდება, ვინაიდან კვანტური გასაღების განაწილების მანძილი მოკლე, 25 კმ გამოვიდა. თუმცა, როგორც ИнфоТеКС-ში ამბობენ, პრობლემაზე უკვე მუშაობენ.

რაც შეეხება ფასს, ტელეფონი, რომელიც კომუტატორიან სერვერს, ხუთ ტელეფონსა და კვანტური გასაღებების მოწყობილობას მოიცავს და მომხმარებელთა მცირე ჯგუფზეა გათვლილი, 30 მლნ რუბლი (დაახლოებით 465 ათასი აშშ დოლარი) ეღირება, ხოლო 100 მომხმარებელზე გათვლილი კვანტური სისტემის ფასი უკვე 100 მლნ რუბლი (დაახლოებით 1 550 000 აშშ დოლარი) იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0