ქუჩებში ვალუტის კურსის ტაბლოები აკრძალეს

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშივალუტის კურსის ტაბლო მოსკოვში
ვალუტის კურსის ტაბლო მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აკრძალვა არ ვრცელდება ბანკების შენობების ფანჯრებსა და ვიტრინებზე

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. რუსეთში ამოქმედდა ვალუტის კურსების ამსახველი ტაბლოების აკრძალვა ქუჩებში. ცენტრალური ბანკის შესაბამისი ბრძანება ძალაში დღეიდან შევიდა.

დიდი თეატრი მოსკოვში - Sputnik საქართველო
ოპერა, ბალეტი და ფეხბურთი: იდეები რუსეთის სათათბიროში

ტაბლოების აკრძალვის წინადადება ჯერ კიდევ თებერვალში წამოაყენეს. ამის თაობაზე რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განმარტა, რომ აკრძალვა არ ვრცელდება ბანკების შენობების ფანჯრებსა და ვიტრინებს, ხოლო ეს ინიციატივა მიმართულია ვალუტის გაცვლის უკანონო პუნქტების წინააღმდეგ, რომლებიც ბანკების საოპერაციო სალაროების სახით ინიღბებიან.

ბრძანება ოფიციალურად 23 აპრილს გამოქვეყნდა. ის ამოქმედებამდე 30 დღეს ითვალისწინებდა.

როგორც ექსპერტები საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან აცხადებენ, ცენტრალური ბანკის ინიციატივა არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით დადებითია, მაგრამ ეს ნაბიჯი, დიდი ალბათობით, ვალუტის გაცვლის ნახევრად ლეგალური პუნქტების მუშაობას ვერ აღკვეთს.

ყველა ახალი ამბავი
0