02:11 25 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
შერემეტევოს აეროპორტში თვითმცრინავი დაშვებისას აალდა

შერემეტევოში დამწვარი თვითმფრინავი დაშვებისას გადატვირთული იყო

photo : RUSSIAN INVESTIGATIVE COMMITTEE
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (51)
265 0 0

რუსეთის ავიაცია ავიაკომპანიებს ურჩევს, თვითმფრინავების ეკიპაჟებს ავარიულ დაშვებასთან დაკავშირებით დამატებითი ინსტრუქციები ჩაუტარონ

თბილისი, 17 მაისი - Sputnik. რუსეთის ავიაციამ შერემეტევოს აეროპორტში Sukhoi Superjet 100 თვითმფრინავის კატასტროფის გამოძიების შედეგებზე დოკუმენტი მოამზადა. ამონარიდები დოკუმენტიდან სააგენტო РИА Новости–იმ გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, თვითმფრინავის მიმართ, რომელიც დაშვებისას დაზიანდა და აალდა, პრეტენზიები პრაქტიკულად არ არსებობს. ყველაზე მეტი კითხვა ეკიპაჟის მისამართით დაისვა. კერძოდ, დაშვება ხორციელდებოდა მაქსიმალური დასაშვები მასის გადამეტებით.

 „თვითმფრინავის მასა დასაფრენ ბილიკზე შესვლისას დაახლოებით 42600 კილოგრამს შეადგენდა, რაც 1600 კილოგრამით აღემატებოდა დასაფრენად შესვლისას მაქსიმალურად დასაშვებ მასას“, - ნათქვამია დოკუმენტში. 

რაც შეეხება დაშვების სიჩქარეს, ის შეადგენდა 155 -160 კვანძს (287-296 კმ/სთ). საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების თანახმად, დაშვებისას თვითმფრინავის სიჩქარე არსებული პირობებისთვის 155 კვანძს შეადგენს, - ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ თვითმფრინავის მთავარმა პილოტმა მექანიკური მართვისას რამდენჯერმე დიდი ამპლიტუდით გადაწია საჭე. ამას დაშვებისას მოჰყვა გადატვირთვა, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა ნორმას, რის შედეგადაც თვითმფრინავი დაზიანდა.

 „აეროფლოტის“ თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100, რომელიც მოსკოვიდან მურმანსკში მიფრინავდა, 5 მაისს, საღამოს, შერემეტევოს აეროპორტში 28-წუთიანი ფრენის შემდეგ ავარიულად დაეშვა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო თვითმფრინავმა დაჯდომა მხოლოდ მეორე ცდაზე მოახერხა. დაშვებისას თვითმფრინავის ძრავები აალდა. ავიაკატასტროფის შედეგად 78-დან 41 ადამიანი დაიღუპა.

 

თემები:
რუსეთი დღეს (51)

მთავარი თემები