რეზო გიგინეიშვილი „კინოტავრი 2019"-ის ჟიურის შემადგენლობაშია

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშირეზო გიგინეიშვილი
რეზო გიგინეიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წელს გიგინეიშვილმა რუსეთის ღია კინოფესტივალ „კინოტავრზე“ ფილმ „მძევლებისთვის“ საუკეთესო რეჟისორის პრიზი დაიმსახურა.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი კინორეჟისორი რეზო გიგინეიშვილი რუსეთის ღია კინოფესტივალ „კინოტავრის" ჟიურის შემადგენლობაში შევიდა, რომელიც სოჭში 9-16 ივნისის პერიოდში გაიმართება.

გიგინეიშვილთან ერთად საკონკურსო ფილმებს ძირითად კონკურსში შეაფასებენ კომპოზიტორი ალექსეი აიგი, კინომცოდნე ანჟელიკა არტიუხი, სცენარისტი და რეჟისორი ნატალია მეშჩანინოვა, ოპერატორი ალიშერ ხამიდხოჯაევი და მსახიობი ანა ჩიპოვსკაია. კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარედ კონსტანტინ ხაბენსკი დასახელდა. ჟიური გამარჯვებულს 15 ფილმს შორის შეარჩევს.

კადრი ფილმიდან თეთრი ქარავანი - Sputnik საქართველო
„თეთრი ქარავანი“ კანის კინოფესტივალზე მიემგზავრება

კინოფესტივალის ჟიურიში საკუთარი მონაწილეობა გიგინეიშვილმა მოკლედ და ნათლად შეაფასა:

„საპასუხისმგებლო საქმე", – დაწერა რეჟისორმა საკუთარ Instagram-გვერდზე.

რუსული ღია კინოფესტივალი „კინოტავრი" სოჭში 1991 წლიდან ტარდება, რომლის ორგანიზატორია მარკ რუდინშტეინი. კინოფესტივალის პრეზიდენტია ალექსანდრ როდნიანსკი.

რით არის ცნობილი რეზო გიგინეიშვილი?

კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი რეზო გიგინეიშვილი დაიბადა 1982 წლის 19 მარტს თბილისში, მუსიკოსი ირინა ციკორიძისა და ექიმ დავით გიგინეიშვილის ოჯახში. 1991 წელს ოჯახი გადავიდა მოსკოვში, 1997 წელს რეზო გიგინეიშვილმა მუშაობა დაიწყო ტელევიზიაში.

2005 წელს დაამთავრა „ვგიკი" (მარლენ ხუციევის კურსი). იყო მეორე რეჟისორი ფიოდორ ბონდარჩუკის ფილმში „მეცხრე ასეული".

გიგინეიშვილის ყველაზე ცნობილი სარეჟისორო ნამუშევრებია „სიცხე", „სიყვარული აქცენტით", „მამაკაცების გარეშე", „უკანასკნელი მაგიკიანებიდან", „საზღვრების გარეშე" და ბოლო ფილმი „მძევლები". ამ ფილმის შემდეგ ბრიტანულმა გამოცემა ScreenDaily-მ რეჟისორ რეზო გიგინეიშვილს არტჰაუსის ამომავალი ვარსკვლავი უწოდა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს გიგინეიშვილმა რუსეთის ღია კინოფესტივალ „კინოტავრზე“ ფილმ „მძევლებისთვის“ საუკეთესო რეჟისორის პრიზი დაიმსახურა.

ყველა ახალი ამბავი
0