ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

„Mercedes“-ის ქარხანა მოსკოვის ოლქში პირველი საინვესტიციო პროექტია

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი „მერსედეს-ბენცის“ ქარხნის გახსნაზე
ვლადიმირ პუტინი „მერსედეს-ბენცის“ ქარხნის გახსნაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მერსედეს ბენცის“ ახალი ქარხანა „ესიპოვოს“ ინდუსტრიული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. მისი მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო და 2019 წლის მარტში დასრულდა.

თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. პოდმოსკოვიეში სპეციალური საინვესტიციო კონტრაქტის ფარგლებში პირველი საინვესტიციო პროექტი - „მერსედეს ბენცის“ ქარხანა გაიხსნა. ამის შესახებ რუსული ტელეარხი „360“ პოდმოსკოვიეს განვითარების კორპორაციის დირექტორის, ანტონ აფანასიევის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. 

Mercedes - Sputnik საქართველო
რუსეთის სავტომობილო წარმოება ფართოვდება: პოდმოსკოვიეში „მერსედესის“ ქარხანა გაიხსნა

„მერსედეს ბენცი“ „ესიპოვოს“ ბიზნეს–პარკში შემდეგი პირობებით შემოვიდა: შემცირდა მოგების გადასახადი, ქონების გადასახადი, მინიმალური საიჯარო განაკვეთი, ასევე შეირჩა ნაკვეთი, რომელიც მათთვის ლოგისტიკურად ხელსაყრელი იყო. გარდა ამისა, თავად სუბიექტი უზრუნველყოფდა საინჟინრო ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ქარხანასთან მისასვლელი სატრანსპორტო გზის მშენებლობას“, - აღნიშნა აფანასიევმა.

მისი სიტყვებით, სპეციალური საინვესტიციო კონტრაქტის თანახმად, „მერსედეს ბენცს“ პროექტის განვითარებაში უნდა დაებანდებინა 15 მილიარდი რუბლი. თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, ჩადებული თანხის ოდენობა უკვე 17 მილიარდს აღწევს. სულ კომპანია 20 მილიარდი რუბლის ინვესტირებას გეგმავს.

„მერსედეს ბენცის“ ახალი ქარხანა „ესიპოვოს“ ინდუსტრიული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. მისი მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო და 2019 წლის მარტში დასრულდა.

ყველა ახალი ამბავი
0