თამრიკო გვერდწითელმა დამწყებ არტისტს მხარი დაუჭირა

© photo: courtesy of PR НТВთამრიკო გვერდწითელი და ივან მასლენიკოვი პროექტზე Ты супер!
თამრიკო გვერდწითელი და ივან მასლენიკოვი პროექტზე Ты супер! - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეარხ НТВ-ს ეთერში მშობლების მზრუნველობასმოკლებული ბავშვებისთვის შექმნილი საერთაშორისო ვოკალური პროექტ Ты супер!-ის სუპერსეზონის მეოთხედფინალები გადის

წელს ვარსკვლავური ჟიურის შემადგენლობაში შევიდნენ იგორ კრუტოი, იოლკა, დიანა არბენინა და ალექსეი ვორობიოვი. ბავშვები დიდ სცენაზე პირველ ნაბიჯს დგამენ, მათ მხარდასაჭერად და გასამხნევებლად ესტრადის, კინოს, სპორტის ვარსკვლავები და ცნობილი ტელეწამყვანები მიდიან.

საკვირაო გამოშვების კაშკაშა მოვლენა სცენაზე თამრიკო გვერდწითელის გამოჩენა გახდება. რუსეთის სახალხო არტისტ ივან მასლენიკოვის მხარდასაჭერად მივიდა. ვანიამ აღიარა, რომ ტამარა მიხაილოვნა მისი კუმირია.

© photo PR НТВთამრიკო გვერდწითელი და ივან მასლენიკოვი პროექტზე Ты супер!
თამრიკო გვერდწითელმა დამწყებ არტისტს მხარი დაუჭირა - Sputnik საქართველო
თამრიკო გვერდწითელი და ივან მასლენიკოვი პროექტზე Ты супер!

მომღერალმა დამწყებ არტისტს, ჟიურის წევრებსა და მაყურებლებს გაუკეთა საჩუქარი - მან სიმღერა Ориентир любви იმღერა. ივანმა შეასრულა სიმღერა Мамины глаза. ვანიას ხმამ და სიმღერის მანერამ პროგრამის ყველა მონაწილეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თამრიკომ აღნიშნა ახალგაზრდა მომღერლის ნიჭი და მას შემდგომი განვითარება უსურვა.

„ვანია ძალიან ნიჭიერი, შესანიშნავი ადამიანია. მე გაოცებული ვარ მისი იმპროვიზაციის უნარით. ნადვილად ნიჭით დაჯილდოებული ბიჭია. არტისტი უნდა იყოს გულახდილი, ერთგული თავისი მუსიკის, თავისი არჩევანის. საჭიროა ყოველდღე  მეცადინეობა, ნიჭის განვითარება. ვანიას სჭირდება კარგი პედაგოგები, მუსიკის და ვოკალის მცოდნე ადამიანები, რომლებსაც ბიჭის ბუნებაც კარგად ესმით. პროექტს ვუსურვებ, რომ ყველა ბავშვი იყოს აღმოჩენილი, რათა პროექტმა მათ ფრთები შეასხას და ჩვენ გავიგონოთ ნიჭიერი ბავშვების შესანიშნავი სიმღერები“, - განაცხადა თამრიკო გვერდწითელმა.

© photo PR НТВთამრიკო გვერდწითელი პროექტზე Ты супер!
თამრიკო გვერდწითელმა დამწყებ არტისტს მხარი დაუჭირა - Sputnik საქართველო
თამრიკო გვერდწითელი პროექტზე Ты супер!

შეხვედრის დეტალებს НТВ 31 მარტს 20:10 საათზე აჩვენებს.

საერთაშორისო კონკურსს Ты супер! ატარებენ ტელეკომპანია НТВ და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik რუსეთის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით. ის მშობლების მზრუნველობასმოკლებული ბავშვებს თავიანთი ოცნებების ასრულების შანსს ჩუქნის.

ყველა ახალი ამბავი
0