მოსკოვში ქართველ და რუს ექსპერტთა შეხვედრა მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Sergey Pyatokov / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრის მთავარი თემაა კულტურულ–ჰუმანიტარული და პოლიტიკური თანამშრომლობა საქართველოსა და რუსეთს შორის.

თბილისი, 14 მარტი – Sputnik. მოსკოვში მიმდინარე ქართველ და რუს ექსპერტთა ორდღიან შეხვედრაში 50 ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას, განუცხადა „Sputnik–საქართველოს" საქართველოს ნაციონალურ–კულტურული ავტონომიის პრეს–მდივანმა, რუსეთში გამართული ღონისძიების მონაწილე ანდრო ივანოვმა.

ექსპერტთა შეხვედრა ოთხშაბათს დაიწყო. ღონისძიების ორგანიზატორი ა. მ. გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის ფონდია. ქართულ მხარეს წარმოადგენს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე, საერთაშორისო გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი და სხვა სპეციალისტები. მთავარი თემაა კულტურულ–ჰუმანიტარული და პოლიტიკური თანამშრომლობა საქართველოსა და რუსეთს შორის.

ანდრო ივანოვი - Sputnik საქართველო
ანდრო ივანოვი: ქართული საქმე რუსეთში უნდა გაგრძელდეს

„შეხვედრის მიზანი, ჩემი აზრით, წარმოაჩენს პრიორიტეტულ კითხვებს და თემებს, რომლებიც შეეხება კულტურულ–ჰუმანიტარულ თანამშრომლობას, რუსეთ–თურქეთის პოლიტიკური სიტუაციის გავლენას მთელი სამხრეთ კავკასიის განვითარებაზე“, – განაცხადა ივანოვმა.

ღონისძიების პირველ დღეს მონაწილეები განიხილავდნენ ისლამური რადიკალიზმის შესაძლო მუქარას რეგიონში. ექსპერტებმა ასევე განიხილეს ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის საკითხები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვმა დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.

„არსებობს მოსაზრება, თითქოს ალტერნატიული აზრის მქონე ადამიანებს რუსეთში არ ვეპატიჟებით, გორჩაკოვის ფონდი ამ სტერეოტიპებს ამსხვრევს. ფონდი აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებს ეპატიჟება, რომელთაც გააჩნიათ სათანადო განათლება, კულტურა და აღზრდა საიმისოდ, რომ ოპონენტს შეურაცხყოფა არ მიაყენონ; რომ შეიძლებოდეს ისეთ მტკივნეულ საკითხზე საუბარი, როგორიც აფხაზეთი და ცხინვალია, თანაც ორივე მხარე იყოს მოსმენილი“, – დასძინა ივანოვმა.

ღონისძიების მსვლელობისას დაგეგმილია შეხვედრები ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში და გორჩაკოვის ფონდში.

ყველა ახალი ამბავი
0