პუტინი: დასავლურმა სანქციებმა გვაიძულეს „გონება დაგვეძაბა“

© photo: Sputnik / Alexey Nikolsky / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინის პრესკონფერენცია
ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასავლურ სანქციებზე პასუხით, სახელმწიფო რუსეთის უბრალო მოქალაქეების ინტერესებს იცავს, განაცხადა პუტინმა.

თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. დასავლეთში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებით, მისი სიძლიერისა და კონკურენტუნარიანობის ზრდა არ უნდათ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს გამართულ ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე.

„რასთან არის ეს დაკავშირებული (ანტირუსული სანქციების შემოღება - რედ) - მე უკვე ვისაუბრე ამაზე და იმედი მაქვს დღევანდელი აუდიტორიის დიდი უმრავლესობა ამას ასევე გაიგებს - ეს რუსეთის სიძლიერის ზრდასთან არის დაკავშირებული, კონკურენტუნარიანობის მომატებასთან. ჩნდება მძლავრი, ძლიერი მოთამაშე, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიო, მაგრამ არ გინდა. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ფიქრობდნენ, რომ ასეთი ქვეყანა უკვე აღარ არსებობს, აღმოჩნდა, რომ არსებობს და ანგარიში უნდა გაუწიო“, - უპასუხა პუტინმა კითხვას რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ეხებოდა.

რუსეთის ხელისუფლება რუსების ინტერესებს იცავს დ ამას აკურატულად აკეთებს, და არა რაღაც „მე ასე მინდა“-ს მსგავსი, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

„ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ფიქრობდნენ, რომ მსგავსი ქვეყანა არ არსებობს, თურმე არსებობს, და მას ანგარიში უნდა გაუწიო. ჩვენთან 160 მილიონი ცხოვრობს. ეს ხომ ქვეყნის ხელმძღვანელობის „მე ასე მინდა“ არ არის, ეს ხალხის ინტერესებია, რომელთაც ჩვენ ვიცავთ. სხვათა შორის ვიცავთ აკურატულად, მშვიდად, თავშეკავებულად, უკმეხობის გარეშე, მაგრამ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს და კვლავ განვაგრძობთ მოძრაობას ამ მიმართულებით“, - თქვა პუტინმა.

მეორეს მხრივ, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების შემოღებას თავისი დადებითი მხარეც აქვს, ისინი აიძულებენ რუსეთს „გონება დაძაბოს“, თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

„რუსეთმა ამჟამინდელ შეზღუდვებზე ადაპტაცია მოახდინა... დიახ, არის ნეგატიური გავლენა. მაგრამ არის ამ სანქციებში დადებითი მხარეც. ამან იძულებული გაგვხადა გონება დაგვეძაბა ძალიან ბევრი მიმართულებით. ამას დასავლელი ექსპერტებიც აღიარებენ’, - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთი მხარს უჭერს იმას, რომ მსოფლიო ეკონომიკა განვითარდეს შოკის, არალეგიტიმური ქმედებებისა და შეზღუდვების გარეშე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ყველა ახალი ამბავი
0