მოსკოვმა საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების შედეგები შეაფასა

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრემლსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტთან თანამშრომლობისთვის მზად არიან

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის ხელისუფლება საქართველოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს თვალყურს ადევნებდა და თბილისისგან რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივების შეფასებებს ელოდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან, იუწყება РИА Новости.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხდება - დათვლილია ხმები ყველა უბნიდან>>>

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების თანახმად, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა, რომელსაც მხარს მმართველი გუნდი უჭერდა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ თვალს ვადევნებით ინფორმაციებს, რომელსაც საქართველოდან ვიღებდით. ჩვენ ცნობად ვიღებთ კანდიდატის გამარჯვების შესახებ ინფორმაციას და ფაქტს", - განაცხადა პესკოვმა კითხვაზე პასუხისას, კრემლი თვალყურს ადევნებდა თუ არა საქართველოში საარჩევნო კომპანიას და როგორ აფასებს სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პირველი ქალი-პრეზიდენტი: ზურაბიშვილის ბიოგრაფია

როგორც მან აღნიშნა, ოფიციალური მოსკოვი ქართულ-რუსული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით პირველ განცხადებებს დაელოდება.

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი აქვს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს.

„იმედი გვაქვს, რომ არჩევნების შედეგები შესაძლებლობას მოგვცემს მომავალშიც გავაგრძელოთ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისა და გაჯანსაღების კუთხით მუშაობა მთელ რიგ დარგებში", - განაცხადა კარასინმა РИА Новости-თან.

ზურაბიშვილის კონკურენტი მეორე ტურში ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იყო, რომელიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრია.

პარიზი - Sputnik საქართველო
„მზად ვართ ზურაბიშვილთან მუშაობისთვის" - საფრანგეთი საქართველოს მომავალ პრეზიდენტს ულოცავს

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის მერე, მას შემდეგ გაწყვიტა, რაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს, მაგრამ არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0