მოსკოვში ათასობით ადამიანია ევაკუირებული: ანონიმური ზარები გრძელდება

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პოლიცია
რუსეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყაროს ინფორმაციით, გარდა სავაჭრო ცენტრებისა, ევაკუაცია გამოცხადდა სარკინიგზო სადგურზე „Киевский вокзал“, თუმცა მოგვიანებით რკინიგზის ხელმძღვანელობამ ინფორმაცია უარყო.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვის თორმეტი მსხვილი სავაჭრო ცენტრიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც იქ დანაღმვის შესახებ ანონიმური ზარები შევიდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

მოსკოვში დანაღმვის შესახებ შეტყობინეების გადამოწმება მიმდინარეობს - Sputnik საქართველო
რუსეთის 18 ქალაქში ევაკუაცია გამოცხადდა: ანონიმური ზარები ნაღმების შესახებ

წინასწარი ინფორმაციით, სულ ევაკუირებულია ოთხი ათასამდე ადამიანი.

სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, გარდა სავაჭრო ცენტრებისა, ევაკუაცია გამოცხადდა სარკინიგზო სადგურზე „Киевский вокзал“, თუმცა მოგვიანებით რკინიგზის ხელმძღვანელობამ ინფორმაცია უარყო.

სატელეფონო ტერორიზმის ბოლო ტალღამ რუსეთს 2017 წლის შემოდგომაზე გადაუარა, რა დროსაც ქვეყნის ათასობით სავაჭრო ცენტრებიდან, სადგურებიდან და სხვა ობიექტებიდან 350 ათასი კაცის ევაკუაცია მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ზარი დანაღმვის შესახებ არცერთ შემტხვევაში არ დადასტურებულა.

ყველა ახალი ამბავი
0