თბილისის განმარტებებმა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ მოსკოვი ვერ დაარწმუნა

© SPUTNIK / DENIS ASLANOVექსკურსია ლუგარის ცენტრში თბილისში
ექსკურსია ლუგარის ცენტრში თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარია ზახაროვამ ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებულ საერთაშორისო სემინართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვლავ მოითხოვა საქართველოსა და აშშ-ის მხრიდან განმარტებები იმის შესახებ, თუ რით არის სინამდვილეში დაკავებული თბილისში მდებარე რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი.

უცხოელმა ექსპერტებმა ლუგარის ცენტრის „საიდუმლო“ შეიტყვეს >>

ლაბორატორიაში 14-15 ნოემბერს ჩატარდა საერთაშორისო სემინარი, რომელშიც 17 ქვეყნის სპეციალისტები მონაწილეობდნენ. ღონისძიება, სამეცნიერო საკითხების განხილვასთან ერთად, ემსახურებოდა სკანდალური ჭორების გაქარწყლებას ადამიანებზე მიმდინარე ექსპერიმენტების შესახებ, რომელიც თითქოს საქართველოს ჯანდაცვის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებაში ტარდება. სემინარზე რუსი სპეციალისტებიც მიიწვიეს, თუმცა რუსეთმა მონაწილეობაზე უარი განცხადა და ეს ღონისძიება არასაკმარისად მიიჩნია იმისათვის, რომ ცენტრის საქმიანობას ნათელი მოეფინოს.

„რუსული მხარე ისევ ელოდება ვაშინგტონისა და თბილისისგან განმარტებებს ლუგარის ცენტრის საქმიანობის ნადვილი ხასიათის შესახებ. მსგავსი სახის გაცნობითი ექსკურსიები სიტუაციას ნათელს ვერ მოჰფენს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

გენადი ონიშენკო - Sputnik საქართველო
გენადი ონიშენკო ლუგარის ცენტრის „ცივი ოთახის“  შესახებ

ზახაროვამ მოიყვანა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს კომენტარი, რომელიც მან სემინარის დაწყებამდე გააკეთა: „ეს მნიშვნელოვანი აქტივობაა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდეს, რაც ჩვენ კარგად ვიცით – გამჭვირვალობა და საერთაშორისო კონვენციასთან შესაბამისობა“.

„ქართული მასმედიის ვერსიით, საერთაშორისო ექსპერტებმა თითქოსდა არაორაზროვნად დაადასტურეს ცენტრის საქმიანობის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ტრანსფარენტული ხასიათი. თუმცა ირკვევა, რომ ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ყველა ეს ოპტიმისტური დასკვნაა მოყვანილი, თავად რიჩარდ ლუგარის სახელობის ვებ-გვერდზე განთავსებული განცხადებაა. განცხადებას ხელს არავინ აწერს, მასში არ არის მითითებული არც უცხოელი ექსპერტების ვინაობა, არც ქვეყნებისა და ორგანიზაციების დასახელება, რომლებსაც ისინი წარმოადგენდნენ“, – განაცხადა ზახაროვამ.

დოკუმენტზე დაყრდნობით მან აღნიშნა, რომ ლუგარის ლაბორატორიის ყველა თანამშრომელმა „უსახელო ექსპერტებს“ თავისი საქმიანობის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათი დაუდასტურეს.

ივანიშვილი: ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური ცდები არ ტარდება >>

„როგორც ჩანს, ამის შემდეგ „სტუმრები“ აღარ დაინტერესდნენ, „ქართული სამედიცინო დაწესებულების“ ჭერქვეშ რატომ მუშაობს აშშ-ის სახმელეთო ჯარების სამედიცინო კვლევების სამმართველო და რა სახის კვლევებს ატარებს ის იქ“, – განაცხადა ზახაროვამ.

ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ აჟიოტაჟი მოსკოვში მიმდინარე წლის 11 სექტემბერს საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის სკანდალური განცხადების შემდეგ დაიწყო. მან გამოაქვეყნა რაღაც დოკუმენტები და აღნიშნა, რომ შესაძლოა ლაბორატორიაში ტარდება ექსპერიმენტები ადამიანებზე, რომლებიც ლეტალური შედეგებით მთავრდება.

ლუგარის ლაბორატორია - Sputnik საქართველო
საქართველო ლუგარის ლაბორატორიაში სპეციალისტების რუსეთიდან მოწვევას კვლავ აპირებს

გიორგაძის შემდეგ ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით მკაცრი განცხადებები რუსეთის ხელისუფლებამაც გააკეთა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბიოლოგიური დაცვის მაღალი დონის ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ ფორმალურად ეკუთვნის, სინამდვილეში კი მას პენტაგონი მართავს. ის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების გამომწვევების შესწავლის მიზნით აშშ-ის ინტერესებში გამოიყენება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრი სამეცნიერო კვლევებით არის დაკავებული და ადამიანებზე არანაირი ექსპერიმენტები იქ არ ტარდება. თუმცა, ცენტრის მცირე ნაწილი დაქირავებულია ამერიკელი სპეციალისტების მიერ. იქ მუშაობს სამი ამერიკელი, რომლებიც სქესობრივი გზით გადამდებ ვირუსებს სწავლობენ.

შექმნილი შეშფოთების გასაქარწყლებლად ცენტრის ხელმძღვანელობამ უცხოელ, მათ შორის რუს ჟურნალისტებს ცენტრში გადაღების საშუალება მისცა - ერთი ოთახის გარდა, სადაც მიკროორგანიზმები, ვირუსები და შტამები ინახება. სპეციალისტების განმარტებით, ეს უსაფრთხოების მიზნით კეთდება.

ყველა ახალი ამბავი
0