01:41 24 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1063
  • 100 RUB4.1425
  • USD2.7082
ავარია ჩუვაშიაში

საშინელი ავარია რუსეთში: ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა, ბევრი მსხვერპლია

© FB / Cheb.media
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
211 0 0

ორი ადამიანი ავტობუსში ჩაკეტილი რჩება

თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. ჩუვაშიაში მიკროავტობუსისა და სატვირთოს შეჯახების შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, იუწყება РИА Новости საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონულ სამმართველოზე დაყრდნობით.

უწყების ინფორმაციით, დაშავდა 10 ადამიანი. მათგან ორი აქამდე მიკროავტობუსშია ჩაკეტილი. ამჟამად ყველა დაშავებულს სამედიცინო დახმარება უტარდება.

რესპუბლიკა ჩუვაშიას ხელმძღვანელის პრესმდივანმა სვეტლანა კალიკოვამ განაცხადა, რომ ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს.

„სასწრაფო დახმარების შვიდი ბრიგადა და ორი რეანომობილი მაშინვე გავიდა შემთხვევის ადგილზე“, - განაცხადა კალიკოვამ.

„შვიდი დაშავებულიდან ოთხი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მიკროავტობუსის მძღოლი ცოცხალია, მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, - განაცხადეს ჩუვაშიის შსს-ს პრეს-სამსახურში.

„სატვირთო გადავიდა შემხვედრ ზოლზე, გადაკვეთა ორი უწყვეტი ხაზი, მიკროავტობუსი თავის ზოლში მოძრაობდა“, - განმარტეს რუსეთის ფედერაციის საგზაო მოძრაობის ინსპექციაში.

ასევე ცნობილია, რომ მიკროავტობუსი ეკუთვნის ფიზიკურ პირს და მას მგზავრების გადაყვანის ლიცენზია გააჩნია.

მთავარი თემები