რუსეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 18 ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / David Sholomovich / გადასვლა მედიაბანკშივერტმფრენი МИ-8
ვერტმფრენი МИ-8 - Sputnik საქართველო
გამოწერა
უბედური შემთხვევა კრასნოიარსკის მხარეში მოხდა

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში ვანკორსკის ნავთობსაბადოს ტერიტორიაზე ორი ვერტმფრენის შეჯახების შედეგად ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი 18 ადამიანი დაიღუპა, იუწყება РИА Новости „როსავიაციის“ წარმომადგენელზე დაყრდნობით.

თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი ეშვება - Sputnik საქართველო
თბილისი-სტამბოლის რეისის თვითმფრინავი ტრაპიზონში დაუგეგმავად დაეშვა

„წინასწარი მონაცემებით, მოსკოვის დროით დილის 5 საათზე ავიაკომპანია „იუტეირის“ კუთვნილი ორი ვერტმფრენი ვანკორსკის ნავთობსაბადოს რაიონში ერთმანეთის სიახლოვეს აფრენას ახორციელებდა. პირველმა აფრენა განახორციელა სატვირთო მისაბმელის მქონე Ми-8 ტიპის ვერტმფრენმა, რომლის ბორტზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ, შემდეგ აფრინდა Ми-8АМТ ტიპის ვერტმფრენი, რომლის ბორტზე იმყოფებოდნენ მუშები, რომლებიც ნავთობსაქაჩ სადგურზე გადაჰყავდათ“, — იუწყებიან „როსავიაციაში“.

წინასწარი ინფორმაციით, Ми-8АМТ ტიპის ვერტმფრენი მგზავრებით ბორტზე დაუდგენელი მიზეზების გამო შეეჯახა მეორე ვერტმფრენის ტვირთის მისაბმელს, ჩამოვარდა და დაიწვა. ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 3 წევრი და 15 მგზავრი დაიღუპა. მეორე ვერტმფრენმა, რომლის ბორტზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ, ჩამოაგდო ტვირთი და დაშვება განახორციელა. ეკიპაჟი არ დაშავებულა.

„ფრენა მარტივ მეტეოპირობებში მიმდინარეობდა, ნალექი არ იყო. კატასტროფის მიზეზების და გარემოების დასადგენად შეიქმნა კომისია“, — აღნიშნეს უწყებაში.


ყველა ახალი ამბავი
0