ოპერა, ბალეტი და ფეხბურთი: იდეები რუსეთის სათათბიროში

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიდიდი თეატრი მოსკოვში
დიდი თეატრი მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალბათ, იღბლიანი გადაწყვეტილება იქნება, ჩემპიონატის ხსოვნის შესანარჩუნებლად მისი უკვდავყოფა მუსიკასა და ცეკვაში, წერს დეპუტატი პეტროვი

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საკანონმდებლო სათათბიროს დეპუტატმა ლენინგრადის ოლქიდან ვლადიმირ პეტროვმა რუსეთის კულტურის მინისტრს, ვლადიმირ მედინსკის მიმართა წინადადებით, შეიქმნას საოპერო და საბალეტო ნაწარმოებები ფეხბურთში 2018 წელს რუსეთში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის მოტივებზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

პეტერბურგის ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
პეტერბურგის თეატრი თბილისში ბალეტ „დონ–კიხოტს“ წარმოადგენს

„რუსული ოპერა და რუსული ბალეტი ჩვენი ქვეყნის არაფორმალური სავიზიტო ბარათებია საზღვარგარეთ. ალბათ, იღბლიანი გადაწყვეტილება იქნება, ჩემპიონატის ხსოვნის შესანარჩუნებლად მისი უკვდავყოფა მუსიკასა და ცეკვაში", — წერს პეტროვი მედინსკისადმი მიმართულ წერილში.

პოლიტიკოსის აზრით, მუსიკალური და საცეკვაო ნაწარმოებები საფეხბურთო შეჯიბრების მოტივებზე, რომლებიც თეატრების რეპერტუარში გამოჩნდება და მას გაიტანენ გასტროლებზე უცხოეთში, შესანიშნავი საშუალება იქნება ხსოვნის შენარჩუნებისთვის სპორტის ზეიმის შესახებ და ეს მსოფლიოს აიძულებს, აღფრთოვანდეს სამამულო კულტურით.

„გთხოვთ განიხილოთ სახელმწიფო შეკვეთის განთავსების შესაძლებლობა საოპერო და საბალეტო ნაწარმოების შექმნაზე, მომავალში მისი შესრულების მიზნით რუსული თეატრების სცენაზე", — წერს დეპუტატი.

ყველა ახალი ამბავი
0