მოსკოვში ავტოავარიაში ხუთი უცხოელი დაშავდა

გამოწერა
ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ტროტუარზე ავარდა და რამდენიმე ქვეითი გაიტანა

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. შვიდი ადამიანი დაშავდა მოსკოვის ცენტრში ქვეითთა ჯგუფთან ტაქსის შეჯახების შედეგად, იუწყება РИА Новости მოსკოვის საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ცენტრზე დაყრდნობით.

ამერიკის პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
აშშ-ში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველი ემსხვერპლა - ვიდეოკადრები ადგილიდან

ცენტრის მონაცემებით, ტაქსის მძღოლი, რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა, ფხიზელი იყო. 

თავად დამრღვევმა განაცხადა, რომ ადამიანებს უნებლიედ დაეჯახა, რადგან საჭე ვერ დაიმორჩილა.

დაშავებულთა შორის არის რუსეთის ორი მოქალაქე, ორი მექსიკელი, აზერბაიჯანის ორი მოქალაქე და ერთი უკრაინელი.

მედიკოსთა მონაცემებით, ავარიაში მოხვედრილი ადამიანების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


ყველა ახალი ამბავი
0