ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოკონკურსზე ონლაინ-ხმის მიცემაა შესაძლებელი

© photo : Alexey Filippov|Stenincontestფოტოკონკურსი
ფოტოკონკურსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოტოკონკურსის ფარგლებში არჩევანის გაკეთება 18 ივლისის 23:59 საათამდე შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს ერთ-ერთი სოციალური ქსელით: ВКонтакте, Facebook, Twitter ან ჩინურ სერვისზე Weibo.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას" ორგანიზებით იუნესკოს საკითხებში რუსეთის კომიტეტის ეგიდით ტარდება, ინტერნეტ-მომხმარებლებს საკუთარი არჩევანის გაკეთებას სთავაზობს — 2018 წლის შორტ-ლისტიდან საუკეთესო ნამუშევრის განსაზღვრა.

© photo : Sebnem Koskun|Stenincontestფოტოგრაფ სებნემ კოსკუნის ფოტო „საუზმე შესვენებაზე"
Снимок Завтрак на привале фотографа Себнема Коскуна, вошедший в шорт-лист лауреатов конкурса им. Андрея Стенина - Sputnik საქართველო
ფოტოგრაფ სებნემ კოსკუნის ფოტო „საუზმე შესვენებაზე"

ონლაინ–ხმის მიცემამ სტარტი აიღო კონკურსის ვებ-გვერდზე stenincontest.ru. არჩევანის გაკეთება 18 ივლისის 23:59 საათამდე შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს ერთ-ერთი სოციალური ქსელით: ВКонтакте, Facebook, Twitter ან ჩინურ სერვისზე Weibo. გამარჯვებულებს 19 ივლისს დაასახელებენ, ინტერნეტში ყველაზე პოპულარული ფოტოს ავტორს კი კონკურსის დიპლომით დააჯილდოებენ. ჟიურის ხელმძღვანელი, რომლის შემადგენლობაშიც მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო სააგენტოების AFP (საფრანგეთი), Anadolu Ajansi (თურქეთი), Notimex (მექსიკა) წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი ფოტოგრაფები და ფოტორედაქტორები არიან შესული, აჰმეტ სელი გახდა, რომელიც თურქეთში უძველესი და უდიდესი სააგენტო „ანადოლუს" ფოტო- და ვიდეოსიახლეების განყოფილების ხელმძღვანელია.

© photo : Fedor Telkov|Stenincontestფიოდორ ტელკოვის ფოტო "ურალელი მარიელები"
Снимок Уральские марийцы фотографа Федора Телкова, вошедший в шорт-лист лауреатов конкурса им. Андрея Стенина - Sputnik საქართველო
ფიოდორ ტელკოვის ფოტო "ურალელი მარიელები"

სტენინის სახელობის კონკურსის ფარგლებში ონლაინ-ხმის მიცემა მესამედ ტარდება. ინტერნეტ-აუდიტორიის 2016 და 2017 წლების არჩევანმა დაადასტურა კონკურსის ნამუშევრებისადმი ინტერესი. ინტერნეტ-მომხმარებელმა 2016 წელს ხმა მისცა ეგვიპტელი ფოტოჟურნალისტის გეჰად ჰამდის (Gehad Hamdy) ნამუშევარს „რაინდები", ხოლო 2017 წელს გამარჯვებული ყირგიზი ფოტოგრაფის ნამუშევარი გახდა.

© photo : Sergey Gapon|Stenincontestსერგეი გაპონის ნამუშევარი "ნაწნავი"
Снимок Косичка фотографа Сергея Гапона, вошедший в шорт-лист лауреатов конкурса им. Андрея Стенина - Sputnik საქართველო
სერგეი გაპონის ნამუშევარი "ნაწნავი"

ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსის კურატორი, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას" ვიზუალური პროექტების სამსახურის ხელმძღვანელი ოქსანა ილეინიკი: „ინტერნეტ-მომხმარებლის არჩევანში იკვეთება ის, თუ რა აღელვებს უბრალო მაყურებელს თანამედროვე ფოტოგრაფიაში. მათი აზრი შეიძლება დაემთხვეს ან პირიქით პროფესიონალური ჟიურის აზრს, მაგრამ ინტრიგაც ხომ ამაშია — რომელ ნამუშევრებს აირჩევენ ისინი, ვისთვისაც სინამდვილეში იღებენ ფოტოებს".

ფინალისტების საპრიზო ადგილები 6 აგვისტოს გამოცხადდება კონკურსის ვებ-გვერდზე stenincontest.ru. გამარჯვებულებს ჯილდოებს 2018 წლის შემოდგომაზე გადასცემენ, როდესაც მოსკოვში მათი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.

© photo : Luis Tato|Stenincontestლუის ტატოს ფოტო "არეულობა კენიაში არჩევნების შემდეგ"
Снимок Беспорядки в Кении после выборов фотографа Луиса Тато, вошедший в шорт-лист лауреатов конкурса им. Андрея Стенина - Sputnik საქართველო
ლუის ტატოს ფოტო "არეულობა კენიაში არჩევნების შემდეგ"

კონკურსის შესახებ:

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას" ორგანიზებით იუნესკოს საკითხებში რუსეთის კომიტეტის ეგიდით ტარდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების მხარდაჭერას და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. ეს არის ადგილი ახალგაზრდა ნიჭიერი ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც გახსნილი არიან ყველაფერი ახლისთვის, სადაც ისინი ჩვენ ყურადღებას იქცევენ ადამიანებსა და მათ გვერდით მიმდინარე მოვლენებზე.

საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი კონკურსის საერთაშორისო პარტნიორია.

ყველა ახალი ამბავი
0