ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსის 2018 წლის ფინალისტები დასახელდნენ

© photo : Luis Tato|Stenincontestარეულობა კენიაში
არეულობა კენიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსში 77 ქვეყნის ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსმა 2018 წლის ლაურეატების შორტ-ლისტი გამოაქვეყნა. კონკურსის ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში მოწინავე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების — AFP (საფრანგეთი), Anadolu Ajansi (თურქეთი), Notimex (მექსიკა)- წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი ფოტოგრაფები და ფოტორედაქტორები არიან შესული,  ექვსი ათასი ნამუშევრიდან საუკეთესოები შეარჩია.

2018 წელს კონკურსის მონაწილეები 77 ქვეყნის ახალგაზრდა ფოტორეპორტიორები გახდნენ, ამასთან, უცხოეთიდან კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა.

© photo : Maria Plotnikova|Stenincontestანდრეი სტენინის სახელობის კონკურსის შორტ-ლისტში შესული სურათი "წითელი ძროხა"
Снимок Красная корова фотографа Марии Плотниковой, вошедший в шорт-лист лауреатов конкурса им. Андрея Стенина - Sputnik საქართველო
ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსის შორტ-ლისტში შესული სურათი "წითელი ძროხა"

გამარჯვებულთა შორის არიან 14 ქვეყნის წარმომადგენლები — რუსეთის, ირანის, ერაყის, ისრაელის, ინდოეთის, ბანგლადეშის, ეგვიპტის, თურქეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, ბელარუსის, კენიისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფოტოგრაფები. ფინალში გასულ ლიდერთა სამეულში რუსეთთან და ირანთან ერთად, ბელარუსიც გავიდა, რომელმაც უკან ჩამოიტოვა ინდოეთი, ისრაელი, ესპანეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

2018 წლის გამარჯვებულებზე საუბრისას, ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსის კურატორმა, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ ვიზუალური პროექტების სამსახურის ხელმძღვანელმა ოქსანა ილეინიკმა აღნიშნა:

 „ნათელია, რომ წელს კონკურსმა ხარისხიანი ნახტომი გააკეთა არამარტო მონაწილეების ან ნამუშევრების რაოდენობის მხრივ, რაც მისთვის ტრადიციად იქცა. კონკურსის ხარისხიანი ნახტომი — ეს მისი ახალგაზრდა მონაწილეების პროფესიული ზრდაა. ლაურეატების ყველა ნამუშევარი გამოირჩევა მიმდინარე მოვლენებზე არაბანალური ხედვით,  ემოციური ისტორიის საინტერესო ვიზუალური საშუალებებით გადმოცემის უნარით და მაღალი პროფესიონალიზმით. სტენინის კონკურსის გამარჯვებულთა ფოტოობიექტივი უკვე არამარტო ოპერატიულად აფიქსირებს რეალობას, არამედ ის გასაგებს ხდის მის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, ავლენს მის ფოტოგრაფიულ კოდს. ვულოცავ ახალ ლაურეატებს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ შემოქმედებით საქმიანობაში!“.

© photo : Fedor Telkov|Stenincontestანდრეი სტენინის სახელობის კონკურსის შორტ-ლისტში შესული სურათი "ურალელი მარიელები"
Снимок Уральские марийцы фотографа Федора Телкова, вошедший в шорт-лист лауреатов конкурса им. Андрея Стенина - Sputnik საქართველო
ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსის შორტ-ლისტში შესული სურათი "ურალელი მარიელები"

ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე, თურქული სააგენტო „ანადოლუს" (Anadolu Ajansi)  ფოტო და ვიდეოსიახლეების განყოფილების ხელმძღვანელი: „ეს კონკურსი მნიშვნელოვანია იმით, რომ ახალგაზრდა ფოტოგრაფებს ეხმარება კარიერის დაწყებაში, ის მათთვის კარგი სტარტია. ახალგაზრდა ფოტოგრაფებს ძალზე მახვილი თვალი აქვთ, მათ შეუძლიათ გაჩვენოთ ის, რასაც  მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ამჩნევდით. წელს წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის ჩვენ ნამდვილი შედევრები აღმოვაჩინეთ! ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა კონკურსში მონაწილე ახალგაზრდებს წინსვლა და წარმატებები ვუსურვო“.

ფინალისტების საპრიზო ადგილები 6 აგვისტოს  კონკურსის ვებგვერდზე stenincontest.ru. გამოცხადდება. გამარჯვებულებს ჯილდოებს 2018 წლის შემოდგომაზე გადასცემენ, როდესაც მოსკოვში მათი ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.

© photo : Mashruk Ahme|Stenincontestანდრეი სტენინის სახელობის კონკურსის შორტ-ლისტში შესული სურათი "თავშესაფარი ნებისმიერ ფასად"
Снимок В убежище любой ценой фотографа Машрука Ахмета, вошедший в шорт-лист лауреатов конкурса им. Андрея Стенина - Sputnik საქართველო
ანდრეი სტენინის სახელობის კონკურსის შორტ-ლისტში შესული სურათი "თავშესაფარი ნებისმიერ ფასად"

კონკურსის შესახებ

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის  საერთაშორისო კონკურსი, რომელიც  საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას"  ორგანიზებით იუნესკოს საკითხებში რუსეთის კომიტეტის ეგიდით ტარდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების მხარდაჭერას და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. ეს არის ადგილი ახალგაზრდა ნიჭიერი ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც გახსნილი არიან ყველაფერი ახლისთვის, სადაც ისინი ჩვენს ყურადღებას იქცევენ ადამიანებსა და მათ გვერდით მიმდინარე მოვლენებზე.

საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი კონკურსის საერთაშორისო პარტნიორია.

ყველა ახალი ამბავი
0