16:27 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
Президент РФ Владимир Путин

პუტინი კენჭს იყრის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე

© Sputnik/ Sergey Guneev
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (88)
20 0 0

პუტინს ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, ვინ უხელმძღვანელებს მის საარჩევნო შტაბს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, იუწყება РИА Новости.

„მე ვაპირებ წამოვაყენო ჩემი კანდიდატურა პრეზიდენტის თანამდებობაზე“, — განაცხადა პუტინმა ქარხანა ГАЗ-ის თანამშრომლებთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებისათვის უკეთესი ადგილი და უკეთესი საბაბი არ არსებობს.

„რუსეთი მხოლოდ წინ ივლის, და ამ მსვლელობაში მას ვერავინ და ვერასდროს ვერ შეაჩერებს“, — აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსეთის პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 2018 წლის 18 მარტს ჩატარდება, საარჩევნო კამპანია 2017 წლის დეკემბერში უნდა დაიწყოს.


თემები:
რუსეთი დღეს (88)

მთავარი თემები