ნოვოსიბირსკის ოლქში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Vasily Batanov / გადასვლა მედიაბანკშიმეხანძრეები
მეხანძრეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახლში მყოფი ბავშვების მამა და მათი სტუმრები გადარჩნენ

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. წლინახევრიდან შვიდი წლის ასაკამდე ხუთი ბავშვი ემსხვერპლა ხანძარს ნოვოსიბირსკის ოლქში, რომელიც დასახლება სტეპნოიში კერძო სამბინიან სახლში გაჩნდა, იუწყება РИА Новости.

ნგრევა - Sputnik საქართველო
რუსეთში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო მთლიანად ჩამოიშალა

ხანძარი კვირას დილით 7:15 საათზე გაჩნდა. კვამლის სუნი  მეზობლებმა იგრძნეს, ისინი გარეთ იმ დროს გამოვიდნენ, როდესაც მეზობელ ბინაში უკვე ღია ცეცხლი იყო. მათ მეხანძრეები გამოიძახეს და ბინის პატრონების გაღვიძებას შეეცადნენ. ცეცხლმოკიდებული ბინიდან სახლის პატრონი გამოვარდა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, დედის გარდაცვალების შემდეგ მათ მამა ზრდიდა, რომელმაც ხანძრის დროს ცეცხლმოკიდებული სახლიდან გაღწევა შეძლო. 

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით „გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ორი ან მეტი პირისთვის“. 

„ხანძარი აღმოაჩინა სტუმარმა. მან ფანჯარა გატეხა, დახმარება ითხოვა და ცეცხლის ჩაქრობა სცადა. მაგრამ სახლში გავრცელებულმა ცეცხლა და კვამლმა დასახმარებლად მისულ ადამიანებს შიგნით შესვლაში ხელი შეუშალა. მომხდარის შედეგად სახლში მყოფი ბავშვები დაიღუპნენ, მოზრდილებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს“, — აცხადებენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სამმართველოში.

ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. დანარჩენ ბინებში მცხოვრებნი არ დაშავებულან. 

​გამოძიებით დადგინდა, რომ ხანძრის გაჩენის მომენტში სახლში იმყოფებოდა სახლის მეპატრონე, 32 წლის მამაკაცი, მისი ხუთი შვილი (5 და 7 წლის ასაკის ორი გოგონა და სამი ბიჭი — 7 თვის, 1 წლის და 3 წლის ასაკის). სახლში ასევე იმყოფებოდა სამი სტუმარი მამაკაცი. აალების მონენტში მათ ეძინათ.

 


ყველა ახალი ამბავი
0