რუსი მსახიობი ოლეგ ტაბაკოვი რეანიმაციაშია

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშირუსი მსახიობი ოლეგ ტაბაკოვი
რუსი მსახიობი ოლეგ ტაბაკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლეგენდარული რუსი მსახიობი მოსკოვის ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ანტონ ჩეხოვის სახელობის მოსკოვის სამხატვრო თეატრის დირექტორი, სსრკ-ის სახალხო არტისტი ოლეგ ტაბაკოვი რეანიმაციის განყოფილებაში მოათავსეს, იუწყება РИА Новости პირველი საქალაქო საავადმყოფოს საინფორმაციო სამსახურზე დაყრდნობით.

ექიმების ვარაუდებით, 82 წლის მსახიობს ფილტვების მძიმე ანთება განუვითარდა.

ტაბაკოვი სსრკ-ის სახალხო არტისტია, სსრკ-ის (1967) და რუსეთის (1997) სახელმწიფო პრემიების ლაურეატია, „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ ორდენის კავალერია და რუსეთის პრეზიდენტთან არსებული კულტურისა და ხელოვნების საკითხებში საბჭოს წევრია.


ყველა ახალი ამბავი
0