ოჯახური კამათის სასტიკი შედეგი: ტომსკელმა კაცმა ცოლ-შვილი ცეცხლში გამოწვა

© photo: Sputnik / Ilya Pitaliov / გადასვლა მედიაბანკშიმეხანძრე
მეხანძრე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ახალგაზრდა მეუღლისა და სამი შვილის ცოცხლად დაწვისთვის მამაკაცს სამუდამო პატიმრობა ელოდება

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ქალი და სამი პატარა გოგონა დაიღუპა ცეცხლმოკიდებულ სახლში, რომელიც ოჯახის უფროსმა მოაწყო ტომსკის სოფელ მარკელოვოში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ხანძრის ქრობა საცხოვრებელ სახლში - Sputnik საქართველო
იაპონიაში მამაკაცმა ცოლი და ხუთი შვილი გამოწვა სახლში - ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

საუბარია კერძო, ორბინიან, მორებისგან აშენებულ სახლზე.

„წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის 26 ნოემბერს საღამოს ეჭვმიტანილმა… პირადი წყენის გამო, რომელიც ცოლთან ჩხუბისას გაუჩნდა, ქალს აალებადი სითხე შეასხა. სახლში ცეცხლი გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაიღუპნენ ეჭვმიტანილის 28 წლის მეუღლე და მათი სამი გოგონა: ერთი, ხუთი და ექვსი წლისა“, — ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

უწყებაში დააზუსტეს, რომ თავად 37 წლის მამაკაცი, რომლის წინააღმდეგაც უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, და ასევე მათთან სტუმრად მყოფი ქალი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილს სამუდამო პატიმრობა ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0