03:59 23 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ვიტალი შაპოვალოვი

გარდაიცვალა რუსი მსახიობი ვიტალი შაპოვალოვი

© Sputnik/ Valeriy Plotnikov
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (77)
24 0 0

ცნობილია მსახიობ ვიტალი შაპოვალოვის გარდაცვალების დეტალები

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. თეატრისა და კინოს საბჭოთა და რუსი მსახიობი, რუსეთის სახალხო არტისტი ვიტალი შაპოვალოვი 78 წლისა გარდაიცვალა, აღნიშნულია მოსკოვის ტაგანკის თეატრის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„თეატრი გლოვობს…", — აღნიშნულია განცხადებაში.

შაპოვალოვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„ბოლო რამდენიმე დღე ვიტალი შაპოვალოვი გადატანილი ოპერაციის შემდეგ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა", — აღნიშნავენ თეატრში.

ვიტალი შაპოვალოვი დაიბადა 1939 წლის 1 მაისს კიევის ოლქის სოფელ იურკოვკაში. დაამთავრა ხაბაროვსკის მუსიკალური სასწავლებელი საყვირის განხრით.

1968 წელს დაამთავრა შჩუკინას სხელობის თეატრალური სასწავლებელი. იმავე წელს მიიღეს მოსკოვის ტაგანკის დრამისა და კომედიის თეატრის დასში.

სამსახიობო კარიერა კინოში 1969 წელს დაიწყო, როდესაც გადაიღეს ფილმში „გზა სახლისკენ". ის მონაწილეობდა ათეულობით ფილმში და ცნობილია მისი შესრულებული როლები თეატრის სცენაზე სპექტაკლებში „ოსტატი და მარგარიტა", „ბორის გოდუნოვი", "დანაშაული და სასჯელი" და სხვა.

 

თემები:
რუსეთი დღეს (77)

მთავარი თემები