00:02 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
შემთხვევები

მძარცველების დიდი კუში - გატაცებულია ჩანთა 110 ათასი დოლარით

© Sputnik / Alexander Imedashvili
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
36 0 0

მოსკოვის ერთ-ერთ კაფესთან მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორები შესაძლოა კავკასიური წარმოშობის პირები იყვნენ - იტყობინება რუსული მედია.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ერთი მამაკაცი დაშავდა მოსკოვში, ნოვოსლობოდსკის ქუჩაზე მდებარე კაფე „მუ-მუ“-სთან მომხდარი თავდასხმის შედეგად. გატაცებულია ჩანთა, რომელშიც 110 ათასი აშშ დოლარი იდო. ამის შესახებ ქალაქის ახალი ამბების სააგენტო „Москва“ იტყობინება მოსკოვის სამართალდამცავ სტრუქტურებზე დაყრდნობით.

სააგენტოს ინფორმაციით, ოთხი კავკასიური გარეგნობის პირმა, კაფეს შესასვლელთან ტრავმატული იარაღით სროლა დაიწყო. მათ ბარძაყის არეში დაჭრეს მამაკაცი, წაართვეს ჩანთა და Infiniti-ს მარკის ავტომობილით მიიმალნენ.

ამ დროისათვის რუსეთის დედაქალაქში თავდამსხმელთა დაკავების ოპერაცია ხორციელდება — იტყობინება რუსული მედია.

მთავარი თემები