10:17 21 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან

პუტინი: რუსეთმა და თურქეთმა ურთიერთობები აღადგინეს

© Sputnik/ Alex Nikolskiy
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (77)
19 0 0

პუტინი: რუსეთმა და თუქრეთმა ურთიერთობები აღადგინეს

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები პრაქტიკულად სრულად აღდგა.

„ჩენი შეხვედრის დასაწყისში ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენი ურთიერთობები პრაქტიკულად სრული მოცულობით აღდგენილად შეიძლება მივიჩნიოთ“, — განაცხადა პუტინმა თურქ კოლეგა რეჯეფ თაიიფ ერდოღანთან შეხვედრაზე სოჭში.

მან აღნიშნა, რომ 2016 წელს საქონელბრუნვის დაცემის შემდეგ, მიმდინარე წლის პირველ რვა-ცხრა თვეში დაფიქსირდა ერთი მესამედით ზრდა. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, თურქეთთან მუშაობა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის სირიის კრიზისის დარეგულირების საკითხებშიც.

პუტინმა აღნიშნა მიმდინარე საკითხების ოპერატიული განხილვის პოზიტიური ეფექტი.

რუსეთის ლიდერმა ერდოღანს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ნამდვილად, ჩვენ სულ ახლოს ვართ, როგორც თქვენ ბრძანეთ, თვითმფრინავით ერთ საათზე ოდნავ მეტი უნდა“, — განაცხადა პუტინმა.

თურქეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, ყურადღება რეგიონული საკითხების გადაჭრისას ორმხრივ თანამშრომლომაზე გაამახვილა. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობები პოლიტიკურ, სამხედრო თუ სავაჭრო სფეროში „დღითიდღე სულ უფრო“ ვითარდება. მან ასევე განაცხადა, რომ უმაღლეს დონეზე კონტაქტები სულ უფრო ხშირად ხორციელდება.

რუსეთის პრეზიდენტი  ერთი დღით სოჭში სპეციალურად ერდოღანთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით ჩავიდა.


თემები:
რუსეთი დღეს (77)

მთავარი თემები