გარდაიცვალა სატირიკოსი მიხაილ ზადორნოვი

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკშიმიხაილ ზადორნოვი
მიხაილ ზადორნოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ზადორნოვს 2016 წლის დასაწყისში თავის ტვინის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი რუსი სატირიკოსი მიხაილ ზადორნოვი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა, განაცხადა ტელეწამყვანმა რეგინა დუბოვიცკაიამ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„მიხაილ ნიკოლაევიჩი გარდაიცვალა. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია, ინფორმაცია მოულოდნელია“, — ციტირებს დუბოვიცკაიას ქალაქური ახალი ამბების სააგენტო Москва.

მწერალ-სატირიკოსის სიკვდილი ასევე დაადასტურა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, მომღერალმა იოსიფ კობზონმაც.

„ის აბსოლუტურად განუკურნებელი იყო, თავის ტვინის ორივე ნახევარსფერო დაზიანებული ჰქონდა. ძალიან სამწუხაროა… ტრაგედიაა ასეთი ადამიანების წასვლა“, — თქვა მან.

ოქტომბრის დასაწყისში ზადორნოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ავადმყოფობის გამო იძულებულია გააუქმოს კონცერტების ნაწილი, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ზადორნოვს 2016 წლის დასაწყისში თავის ტვინის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

ყველა ახალი ამბავი
0