საქართველოს მოქალაქეს რუსეთში გოგონას გამო ჩხუბისთვის 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქე დამნაშავედ ცნეს ადამიანის ჯგუფურ ცემაში მონაწილეობაში.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ქალაქ ყაზანში რაიონულმა სასამართლომ საქართველოს 23 წლის მოქალაქე დამნაშავედ ცნო ღამის კლუბის ერთ-ერთი სტუმრის ჯგუფურ ცემაში მონაწილეობაში და მას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აღნიშნულია თათრეთის რესპუბლიკის პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მოსაცდელი დარბაზი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - Sputnik საქართველო
ევროპის ქვეყნებიდან დეპორტირებულია საქართველოს 63 მოქალაქე

საუბარია აპრილში მომხდარ ინციდენტზე. პროკურატურის ინფორმაციით, შეხლა-შემოხლა ბრალდებულსა და ღამის კლუბის ერთ-ერთ სტუმარს შორის გოგონას გამო დაიწყო.

"მას შემდეგ, რაც ღამის კლუბის დაცვის თანამშრომლებმა დაპირისპირებული სტუმრები დაწესებულებიდან გამოაძევეს, ბრალდებულმა და მისმა თანამოაზრეებმა ახალგაზრდა სცემეს და მას დაუდგენელი მჩხვლეტავი ბასრი საგნით მუცელში სულ ცოტა სამი დარტყმა მიაყენეს", — ნათქვამია განცხადებაში.

ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა.

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ სისხლის სამართლის საქმე დაუდგენელი თანამონაწილეების მიმართ ცალკე საქმედ არის გამოყოფილი.

ყველა ახალი ამბავი
0