სირიაში რუსული „სუ-24“ და მისი ეკიპაჟი დაიღუპა

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიСу-24 ჰმეიმის აეროდრომზე
Су-24 ჰმეიმის აეროდრომზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის ადგილიდან მიღებული მოხსენების თანახმად, მომხდარის მიზეზი შესაძლოა თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გამხდარიყო.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის საფრონტო ბომბდამშენი Су-24 და მისი ეკიპაჟი ჰმეიმის აეროდრომიდან აფრენისას მომხდარი ავარიის გამო დაიღუპა, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციების დეპარტამენტი.

„10 ოქტომბერს ჰმეიმის აეროდრომიდან საბრძოლო დავალებაზე გასასვლელად აფრენისას თვითმფრინავი Су-24 ასაფრენ ზოლს გასცდა და დაიშალა. ეკიპაჟმა კატაპულტირება ვერ მოასწრო და დაიღუპა“, — აცხადებს სამხედრო უწყება.

შემთხვევის ადგილიდან მიღებული მოხსენების თანახმად, მომხდარის მიზეზი შესაძლოა თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გამხდარიყო.

ყველა ახალი ამბავი
0