რუსეთის 18 ქალაქში ევაკუაცია გამოცხადდა: ანონიმური ზარები ნაღმების შესახებ

© photo: Sputnik / Sergei Pyatkov / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვში დანაღმვის შესახებ შეტყობინეების გადამოწმება მიმდინარეობს
მოსკოვში დანაღმვის შესახებ შეტყობინეების გადამოწმება მიმდინარეობს - Sputnik საქართველო
გამოწერა
11 სექტყემბრიდან რუსეთში „სატელეფონო ტერორისტების“ ქმედებებით გამოწვეულმა ზარალმა 5 მილიონ დოლარს გადააჭარბა

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის 18 ქალაქში ერთ დღეში 130 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან რამდენიმე ასეული შენობის დანაღმვის შესახებ ანონომური შეტყობინებები შემოვიდა, იუწყება РИА Новости გადაუდებელი დახმარების სამსახურებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.

„შემოვიდა 316 ობიექტის აფეთქების მუქარის შეტყობინებები, მოსკოვში 130 შენობის ჩათვლით. სულ ევაკუირებულია 126 000-ზე მეტი ადამიანი“, — განაცხადა სააგენტოს რესპონდენტმა.

„დანაღმვის“ შესახებ მასობრივი შეტყობინებების ტალღა რუსეთში 11 სექტემბერს დაიწყო. „სატელეფონო ტერორისტების“ მიერ მითითებული ყველა ობიექტი სამართალდამცველებმა შეამოწმეს, მაგრამ არაფერი აღმოუჩენიათ. მუქარები ცრუ ყოფილა.

ამ პერიოდში რუსეთის თითქმის 140 ქალაქში 2200-ზე მეტი შენობიდან 900 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. 

რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში დარწმუნებულნი არიან, რომ ცრუდანაღმვის ზარების უკან უცხოეთში მყოფი რუსეთის ოთხი მოქალაქე დგას, მაგრამ მათ რუსეთში თანამონაწილეებიც ჰყავთ. „სატელეფონო ტერორისტების“ ქმედებებით გამოწვეულმა ზარალმა უკვე 5 მილიონ დოლარს გადააჭარბა.


ყველა ახალი ამბავი
0