ორი ავარია რუსეთში: 23 ადამიანი დაიღუპა

© photo: Sputnik / Natalya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშისასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქ ვლადიმირთან ავარიაში 17 ადამიანი დაიღუპა, მოსკოვის ოლქში - ექვსი

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. პარასკევს რუსეთში ერთბაშად ორი მსხვილი ავარია მოხდა — ვლადიმირსკის ოლქში ავტობუსს მატარებელი შეეჯახა, დაიღუპა 17 ადამიანი, ხოლო მოსკოვის ოლქში ავტობუსი გადაბრუნდა, შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება Риа Новости რუსეთის შსს-ს მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით. 

17 მსხვერპლი, ოთხი დაშავებული ვლადიმირსკის ოლქში

ვლადიმირსკის ოლქში სანქტ-პეტერბურგიდან ნიჟნი ნოვგოროდში მიმავალი მატარებელი ავტობუსს შეეჯახა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 17 ადამიანი. ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, საავადმყოფოში რჩება.

ავტობუსში 58 ადამიანი იმყოფებოდა, 56 მგზავრი უზბეკეთის მოქალაქე იყო, ორი მძღოლი — ყაზახეთის მოქალაქეები. ერთ-ერთი მძღოლი დაიღუპა. გადარჩენილი მძღოლი და 37 მგზავრი დროებითი განთავსების პუნქტში იმყოფებიან.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ავარიის ადგილზე იმყოფებოდა უზბეკეთის ელჩი რუსეთში.

მატარებელი და „კამაზი“ ერთმანეთს შეეჯახა - Sputnik საქართველო
რუსეთში მატარებელი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

მიმდინარეობს გარდაცვლილების ამოცნობა, რომლის დასრულების შემდეგ გარდაცვლილების ცხედრებსა და გადარჩენილ მგზავრებს სპეციალური თვითმფრინავი უზბეკეთში გადაიყვანს.

ელჩი აცხადებს, რომ უზბეკეთის მოქალაქეები რუსეთში ლეგალურად მუშაობდნენ, ყველას თან ჰქონდა პასპორტი. იგივე ფაქტი საოლქო ადმინისტრაციაშიც დაადასტურეს.

ავარიის მიზეზად სახელდება ავტობუსის ტექნიკური გაუმართაობა, რკინიგზის თანამშრომლების მხრიდან მოძრაობის წესების დარღვევა და ავტობუსის მძღოლის მხრიდან მოძრაობის წესების დარღვევა.

ექვსი დაღუპული მოსკოვის ოლქში

მოსკოვის ოლქის კოლომენსკის რაიონში MAN-ის მარკის სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

ბოლო მონაცემებით, ავარიის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხოლო 25 მგზავრი, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

წინასწარი მონაცემებით, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მძღოლმა ავტომობილის მართვა ვერ დაიმორჩილა.


ყველა ახალი ამბავი
0