ავტოსაგზაო შემთხვევას 16 ადამიანი ემსხვერპლა - ფოტო და ვიდეოკადრები

გამოწერა
ვლადიმირის ოლქში სამგზავრო ავტობუსისა და მატარებლის შეჯახების შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. სოციალურ ქსელში ვლადიმირის ოლქში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ფოტო და ვიდეოკადრები გავრცელდა. მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, წინასწარი ინფორმაციით 16 ადამიანი, მათ შორის, ბავშვი დაიღუპა, ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

სამგზავრო ავტობუსისა და მატარებლის შეჯახება ვლადიმირის ოლქის პეტუშინსკის რაიონში სარკინიგზო გადასასვლელზე 6 ოქტომბრის ღამეს მოხდა.

მგზავრები, მათ შორის, არასრულწლოვანები, სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ყველა ახალი ამბავი
0