13:53 18 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8521
  • 100 RUB3.9193
  • USD2.4602
ბადრაგს ხელბორკილი უჭირავს

რუსეთში უზბეკეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც საქართველოში მკვლელობაშია ბრალდებული

© AP Photo / Eric Risberg
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (166)
58 0 0

საქართველოში უზბეკეთის მოქალაქეს თავისი თანამემამულეების პროსტიტუციაში ჩაბმა და შეკვეთილი მკვლელობა ედება ბრალად

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის შსს-ს თანამშრომლებმა ეკატერინბურგი 33 წლის უზბეკეთის მოქალაქე დააკავეს, რომელის საქართველოში ტრეფიკინგისა და მკვლელობის ბრალდებით იძებნება, ნათქვამია ურალის სატრანსპორტო პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადენაში.

უზბეკეთის მოქალაქე საქართველოში სსკ-ის ორი მუხლით იძებნება: „ადამიანებით ვაჭრობა" და „განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა; ჯგუფურად, ანგარებით ან შეკვეთით".

ბრალდებული ქალი ეკატერინბურგ-პასაჟირსკის რკინიგზის სადგურზე დააკავეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2012 წლიდან 2013 წლამდე ბრალდებული ბათუმში იმყოფებოდა. ფიზიკური განადგურების მუქარით ფულადი თანხის სანაცვლოდ მან რამდენიმე თავისი თანამემამულე ქალი ინტიმური ხასიათის მომსახურების გაწევა აიძულა. ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით ბრალდებულისგან მიღებული გასამრჯელოს სანაცვლოდ ერთ-ერთი გოგონა დაუდგენელმა პირებმა მოკლეს.

ეკატერინბურგის რკინიგზის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების ზომად მას პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოსთვის მისი გადაცემის საკითხის გადაწყვეტის მიზნით საექსტრადიციო შემოწმების მასალები რუსეთის გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნა.

თემები:
რუსეთი დღეს (166)

მთავარი თემები