კალაშნიკოვი: საქართველოს მოქალაქეები საქართველოსა და რუსეთის დაახლოებას ემხრობიან

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშილეონიდ კალაშნიკოვი
ლეონიდ კალაშნიკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი დეპუტატი საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ემხრობა, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ჯერჯერობით შეუძლებელია

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. დსთ-ის საკითხებში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეები მხარს უჭერენ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში დაახლოების პოლიტიკას, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

კალაშნიკოვი სამშაბათს მოსკოვში შეხვდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს ოპოზიციური პარტიიდან "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ადა მარშანიას, გიორგი ლომიასა და ნატო ჩხეიძეს.

"პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ, მიუხედავად იმ პანიკისა, რომელიც საქართველოში ზოგიერთმა აფერისტმა და ისტებლიშმენტის წარმომადგენელმა ატეხა, თქვენ ავლენდით სიმტკიცეს, ძალასა და პოზიციას და განაგრძობთ დეპუტატების დაახლოებისა და ჩვენი ქვეყნების დაახლოების ამ პოლიტიკას… საქართველოს ხალხი, მოქალაქეები მიესალმებიან დაახლოების ამ პოლიტიკას და სჭირდებათ ეს პოლიტიკა", — განაცხადა კალაშნიკოვმა.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე ქართველი დეპუტატების მოსკოვში ვიზიტს სკეპტიკურად უყურებს

"ყველას სურს დიპლომატიური ურთიერთობების მალე აღდგენა. მაგრამ გვესმის, რომ ამის სწრაფად გაკეთება შეუძლებელია", — აღნიშნა კალაშნიკოვმა.

ეს ქართველი დეპუტატების უკვე მეორე ვიზიტია მოსკოვში ბოლო სამი თვის განმავლობაში. ქართველი დეპუტატები მოსკოვში პირველად ივლისის შუა რიცხვებში იმყოფებოდნენ, შეხვდნენ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებს და საპარლამენტთაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატები რუსეთში საკუთარი ინიციატივით გაემგზავრნენ.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიების და ასევე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში არის შენარჩუნებული.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. ამჟამად ეს საქართველოს წარმომადგენლებსა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატია. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

 

ყველა ახალი ამბავი
0