სანქტ-პეტერბურგში ავტოსაგზაო შემთხვევამ ორი ადამიანი იმსხვერპლა

© photo: Sputnik / Yuri Lashov / გადასვლა მედიაბანკშისასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინა, პოლიციამ დააკავა.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik.  ორი ქალი დაიღუპა, ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს სანქტ-პეტერბურგში მომხდარი ინციდენტის შედეგად, რა დროსაც ავტომობილი ხალხმრავალ ადგილას შევარდა, იუწყება РИА Новости

ავარია  პრომიშლენნაიას ქუჩაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე გადავიდა, სადაც ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა.

ავტომობილის მძღოლი დაპატიმრებულია. ამ დროისთვის მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0