Koktebel Jazz Party-ზე ნორჩი ტალანტები წარდგებიან

© photo: Sputnik / Vladimir AstapkovichKoktebel Jazz Party
Koktebel Jazz Party - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა ჯაზ-მუსიკოსების გამოსვლები არტისტულ დასახლება კოქტებელის ვოლოშინის სცენაზე 18-20 აგვისტოს ჩატარდება.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. კოქტებელში ჯაზის საიუბილეო სეზონზე საკონცერტო პროგრამების მონაწილეები რუსეთისა და მსოფლიოს სახელოვან ჯაზ-მუსიკოსებთან ერთად ახალგაზრდა ტალანტებიც გახდებიან — საბავშვო მუსიკალური თეატრ "დომისოლკას" სოლისტები, ქალაქ მოსკოვის კულტურის დეპარტამენტის ბავშვთა ხელოვნების სკოლის ჯაზ-ორკესტრის წევრები, ყირიმის ნორჩი ტალანტები, აგრეთვე პოპულარული რუსული სატელევიზიო შოუების "ხმა. ბავშვები", "საუკეთესო" და "ლურჯი ფრინველის" ფინალისტები.

Koktebel Jazz Party - Sputnik საქართველო
კოქტებელში ჯაზის საიუბილეო სეზონისათვის ემზადებიან

ახალგაზრდა ჯაზ-მუსიკოსების გამოსვლები არტისტულ დასახლება კოქტებელის ვოლოშინის სცენაზე 18-20 აგვისტოს ჩატარდება. 19 აგვისტოს Koktebel Jazz Party-ს ძირითად საფესტივალო მოედნებს დაემატება კიდევ ერთი — საერთაშორისო ბავშვთა ცენტრ "არტეკის" სცენა (დაბა გურზუფი). ჯაზ-კომპოზიციებს, რომლებსაც შეასრულებენ სატელევიზიო შოუების მონაწილეები — ალინა სანსიზბაი (ალმათი, 9 წლის), მარია პანიუკოვა (ნოვომოსკოვსკი, 10 წლის), ალექსანდრა სოლოვიოვა (მოსკოვი, 13 წლის) და სოფია აცბეღი ნეგი (სანქტ-პეტერბურგი, 16 წლის), მოუსმენენ თავად არტეკელები "არტეკ-არენაზე" და ფესტივალ Koktebel Jazz Party-ს მაყურებლები კოქტებელში — ვიდეოხიდი 150 კილომეტრით დაშორებულ ორ მოედანს გააერთიანებს.

ფესტივალ Koktebel Jazz Party-ს შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე koktebel-jazz.ru. ფესტივალის ოფიციალური ჰეშტეგი — #KJP2017.

ფესტივალ Koktebel Jazz Party-ს მოედნების მუშაობის დრო 18-დან 20 აგვისტომდე:

მთავარი სცენა (კოქტებელი) — ყოველდღიურად 19:00 საათიდან.

ვოლოშინის სცენა (კოქტებელი) — ყოველდღიურად 15:00 საათიდან.

"არტეკ-არენა" (საერთაშორისო ბავშვთა ცენტრი "არტეკი", გურზუფი) – 19 აგვისტო, 20:00 საათიდან.

Koktebel Jazz Party — ეს 2003 წელს დაარსებული ყოველწლიური საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალია. ფესტივალი გაჩნდა როგორც კოქტებელის ჯაზის დამაარსებლის — ჟურნალისტ დმიტრი კისელიოვის კერძო ინიციატივა. ყირიმის პატარა დასახლებამ მისცა სახელი ფესტივალს, რომელსაც ჯაზ-ღონისძიებების სიაში აღიარებული ადგილი უკავია.

Koktebel Jazz Party — ეს მხოლოდ მსოფლიო დონის ჯაზი როდია, ეს ნამდვილი თავისუფლებაა, რომელიც მუსიკის, ზღვის, სხეულისა და სულის ერთიან ვიბრაციას ქმნის. ფესტივალის ორგანიზატორია კომპანიათა ჯგუფი "წითელი კვადრატი".

ფესტივალ Koktebel Jazz Party-ს საინფორმაციო მხარდაჭერა: საერთაშორისო მედია-ჯგუფი Russia Today, ტელეარხები "რუსეთი 1", "რუსეთი-კულტურა" და "რუსეთი 24", რადიო JAZZ 89.1 FM, "მაიაკი" და "კულტურა", რადიოსადგური "ვესტი FM" და ევრაზიის საკომუნიკაციო ცენტრი. სპეციალური პარტნიორი — კომპანია "სმოლენსკის ბრილიანტები".

ყველა ახალი ამბავი
0