სტენინის სახელობის კონკურსმა 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფოტოგრაფები დაასახელა

© photo : Jelena Jankovic | Stenincontestსები ფოტოგრაფის ნამუშევარი
სები ფოტოგრაფის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტენინის სახელობის კონკურსის მთავარი ჯილდოს – გრან-პრის მფლობელს სექტემბერში დაასახელებენ.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. მედიაჯგუფმა Россия сегодня-მ ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსის 2017 წლის გამარჯვებულები და პრიზიორები გამოაცხადა. ნომინაციაში "მთავარი ახალი ამბები" პირველი ადგილების მფლობელი გახდნენ ფოტოჟურნალისტები ფანდულვაზი ჯაიკლო (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) რეპორტაჟული ფოტოგრაფიით "პროტესტები ქალაქ გრაბში" და ალეხანდრო მარტინეს ველესი (ესპანეთი) ფოტოსერიით "ლტოლვილები ბელგრადში".

ნომინაციაში "ჩემი პლანეტა" პირველი ადგილები ერგოთ სერბი ჟურნალისტის ელენა იანკოვიჩის ფოტოს "სელფის კულტურა" და რუსი ჟურნალისტის პაველ ვოლკოვის ფოტოების სერიას "სხვა რეალობა".

ნომინაციაში "სპორტი" გაიმარჯვეს რუსმა მონაწილეებმა — კონსტანტინ ჩალაბოვმა ფოტოგრაფიით "ელეგანტური გულშემატკივარი" და ალექსეი ფილიპოვმა ფოტოსერიით "თითის წვერებზე".

ნომინაციაში "პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი" პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ ფოტოჟურნალისტები რუსეთიდან და იტალიიდან — ვალენტინ ეგორშინის "სახე წარსულიდან" და დანილო გარსია დი მეოს "რა?".

სტენინის სახელობის ფოტოკონკურსი - Sputnik საქართველო
სტენინის სახელობის კონკურსი: Sputnik-ის ჟურნალისტმა ინტერნეტ-კენჭისყრაში გაიმარჯვა

"კონკურსის გეოგრაფია ყოველწლიურად იზრდება — 2017 წელს მასში მონაწილეობდნენ ფოტოჟურნალისტები მსოფლიოს 76 ქვეყნიდან. კონკურსის ჯილდოებით აღნიშნული ამ წლის ნამუშევრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტები ძალზე ზუსტად რეაგირებენ ყველაზე მთავარსა და მნიშვნელოვანზე, რაც ხდება ადამიანების, ქვეყნების, მსოფლიოს ცხოვრებაში, და ამისთვის ტევად და გამომსახველ ფოტოგრაფიულ სახეს პოულობენ", — აღნიშნა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს ფოტოინფორმაციის დირექტორმა ალექსანდრ შტოლმა.

2017 წლის კონკურსის ფარგლებში მონაწილეებისთვის დაწესდა სპეციალური პრიზები სამ ნომინაციაში — ოთხ კატეგორიაში: "მთავარი ახალი ამბები", "ჩემი პლანეტა" და "პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი". პარტნიორები სამ ნომინაციაში გახდნენ წამყვანი საერთაშორისო მედია, როგორიცაა შანხაის გაერთიანებული მედიაჯგუფი (ШОМГ) და ზოგადარაბული საინფორმაციო ჰოლდინგი „ალ-მაიადინ ტვ“, ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ჰუმანიტარული ორგანიზაცია — წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.

ნომინაციის პარტნიორების აზრით, საუკეთესონი არიან: ნომინაციაში "მთავარი ახალი ამბები" — ანა პანტელიას (საბერძნეთი) "ევროპული ოცნება" და ალეხანდრო მარტინეს ველესის (ესპანეთი) "ლტოლვილები ბელგრადში" — აღინიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების სპეციალური პრიზით "ჰუმანიტარული ფოტოგრაფიისთვის"; ნომინაციაში "ჩემი პლანეტა" შანხაის გაერთიანებული მედიაჯგუფის მიერ აღინიშნა ანარ მოვსუმოვის (რუსეთი) "თეატრი საზღვრებს გარეშე" და „ალ-მაიადან ტვ“-ს პრიზით შახნევაზ კხანის (ბანგლადეში) ფოტოსერია "უხმო ყვირილი".

კონკურსის გამარჯვებულებისა და პრიზიორების სრული სია გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე stenincontest.ru. გამარჯვებულების დაჯილდოება და გამოფენის გახსნა გაიმართება 2017 წლის 7 სექტემბერს ძმებ ლუმიერების სახელობის ფოტოგრაფიის ცენტრში, სადაც გრან-პრის მფლობელის ვინაობა გამოცხადდება. კონკურსის ორგანიზატორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო "როსია სეგოდნია" იუნესკოს საკითხებში რუსეთის კომისიის ეგიდით.

კონკურსის შესახებ

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის ამოცანებისადმი საზოგადოების ყურადღების მიქცევას. ეს არის ადგილი ახალგაზრდა ნიჭიერი ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც გახსნილი არიან ყველაფერი ახლისთვის, სადაც ისინი ჩვენს ყურადღებას იქცევენ ადამიანებსა და მათ გვერდით მიმდინარე მოვლენებზე.

2017 წელს კონკურსზე წარდგენილი იყო მსოფლიოს 76 ქვეყნის დაახლოებით 5000 ნამუშევარი.

კონკურსის საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო-ახალი ამბების პორტალი Вести.Ru, სახელმწიფო ტელეარხი Россия-Культура, საინფორმაციო-ახალი ამბების პორტალი KP.ru, საინფორმაციო პორტალი ЖурДом და პორტალი Russian Photo. კონკურსის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik, საინფორმაციო სააგენტო Askanews, მედიაჰოლდინგი Independent Media, სიანფორმაციო სააგენტო Notimex, ახალი ამბების სააგენტო ANA, ტელეარხი და პორტალი RT, The Royal Photographic Society, Shanghai United Media Group (SUMG), საინფორმაციო სააგენტო Xinhua, ახალი ამბების სააგენტო ANDES. დარგობრივი საინფორმაციო პარტნიორების სტატუსით კონკურსს მხარს უჭერენ: ფოტოგრაფიის აკადემია, სააგენტო ГеоФото, პორტალი Photo-study.ru, ონლაინ-ჟურნალი Bleek Magazine, მოსკოვის ჟურნალისტთა კავშირი, ვიზუალური ხელოვნების სკოლა, რუსეთის ფოტოხელოვანთა კავშირი, საინფორმაციო პორტალი YOung JOurnalists და ფესტივალები PhotoVisa და Фотопарад в Угличе.

ყველა ახალი ამბავი
0