სტენინის სახელობის კონკურსი: Sputnik-ის ჟურნალისტმა ინტერნეტ-კენჭისყრაში გაიმარჯვა

© Tabyldy Kadyrbekov / Stenincontestსტენინის სახელობის ფოტოკონკურსი
სტენინის სახელობის ფოტოკონკურსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვულოცავთ კოლეგას "Sputnik-ყირგიზეთიდან" სტენინის სახელობის ონლაინ-კენჭისყრაში გამარჯვებას.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსმა, რომლის ორგანიზატორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня, ონლაინ-კენჭისყრის შედეგები შეაჯამა. არაპროფესიონალების თვალსაზრისით, საუკეთესო გახდა "Sputnik-ყირგიზეთის" ფოტოჟურნალისტის ტაბილდი კადირბეკოვის ნამუშევარი „ტკბილი ბამბის გამყიდველი" (Продавщица сладкой ваты).

ინტერნეტ-მომხმარებელთა კენჭისყრის გამარჯვებული დიპლომს კონკურსის გამარჯვებულებთან ერთად მიიღებს, რომლებსაც 2017 წლის 7 აგვისტოს პროფესიონალი ჟიური დაასახელებს. ინტერნეტ-კენჭისყრის შედეგების მიხედვით ტოპ-ხუთეულში აგრეთვე შევიდა შაში შეკჰარ კაშიაპის (ინდოეთი) ფოტოჩანახატი „ქვრივები ფერების დღესასწაულზე", ფანდულვაზი ჯაიკლოს (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) რეპორტაჟი „პროტესტები ქალაქ გრაბუში", ანა პანტელიას მიერ (საბერძნეთი) იდომენში გადაღებული პატარა ლტოლვილის პორტრეტი და იური სმიტიუკის (რუსეთი) ზამთრის სერფინგის კადრები კამჩატკასა და პრიმორიეს მხარეში.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს ფოტოსამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ შტოლი: „გაგვახარა ონლაინ-კენჭისყრის შედეგებმა, რომელიც მაყურებელში თანამედროვე ფოტოგრაფიის მაღალ პოპულარობას აჩვენებს. ნამუშევრებს, რომლებსაც მოყვარულებმა ხმა მისცეს, გამოარჩევს შემთხვევით დანახული ყოფითი სცენების გადმოცემის სიზუსტე და ფოტოგრაფიული ფერების სიკაშკაშე".

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოკონკუსრის გამარჯვებული ნამუშევრების გამოფენა - Sputnik საქართველო
სტენინის სახელობის კონკურსი ხმის უფლებას სოციალური ქსელების მომხმარებელს აძლევს

ტაბილდი კადირბეკოვი ფოტოგრაფიის შექმნის ისტორიაზე: "ქუჩაში ქარბუქი იყო. სიმართლე გითხრათ, რედაქტორმა ფოტოლენტის გაკეტება დამავალა და ყოველგვარი ხალისის გარეშე წავედი. გადაღებების პროცესში გავხალისდი, გავთბი და თოვლს აღარ ვემალებოდი. საინტერესო სანახავი იყო, როგორ რეაგირებდნენ ბიშკეკელები ქარბუქზე. ფოტოგასეირნებას უკვე ვამთავრებდი, როდესაც დავინახე ბებო, რომელიც ტკბილ ბამბას ყიდიდა. ფოტო ზურგიდან გადავუღე, მაგრამ მომეჩვენა, რომ ეს საკმარისი არ იყო. შემოვუარე, ერთი-ორი კადრი გადავუღე. მერე ქალმა უცებ გაიღიმა და სწორედ ის კადრი გადავიღე. მან მკითხა: „რატომ მიღებ სურათს?". მე ვუპასუხე: „სამახსოვროდ".

2017 წელს ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსზე 76 ქვეყნიდან გაიგზავნა 5000-მდე ნამუშევარი ოთხ კატეგორიაში: „მთავარი ამბები", „სპორტი", „ჩემი პლანეტა" და „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი".

კონკურსის შესახებ

ანდრეი სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის ამოცანებისადმი საზოგადოების ყურადღების მიქცევას. ეს არის ადგილი ახალგაზრდა ნიჭიერი ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც გახსნილი არიან ყველაფერი ახლისთვის, სადაც ისინი ჩვენს ყურადღებას იქცევენ ადამიანებსა და მათ გვერდით მიმდინარე მოვლენებზე.

2016 წელს კონკურსზე წარდგენილი იყო მსოფლიოს 71 ქვეყნის დაახლოებით 6000 ნამუშევარი. გამარჯვებულების ნამუშევრები გამოფინეს მოსკოვის, სტამბულის, კეიპტაუნის, შანხაის, პეკინის, ბერლინის, რომის, ბარიბორისა და ლუბლიანას ფესტივალებსა და საგამოფენო სივრცეებში.

კონკურსის საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო-ახალი ამბების პორტალი Вести.Ru, სახელმწიფო ტელეარხი Россия-Культура, საინფორმაციო-ახალი ამბების პორტალი KP.ru, საინფორმაციო პორტალი ЖурДом და პორტალი Russian Photo. კონკურსის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik, საინფორმაციო სააგენტო Askanews, მედიაჰოლდინგი Independent Media, სიანფორმაციო სააგენტო Notimex, ახალი ამბების სააგენტო ANA, ტელეარხი და პორტალი RT, The Royal Photographic Society, Shanghai United Media Group (SUMG), საინფორმაციო სააგენტო Xinhua, ახალი ამბების სააგენტო ANDES. დარგობრივი საინფორმაციო პარტნიორების სტატუსით კონკურსს მხარს უჭერენ: ფოტოგრაფიის აკადემია, სააგენტო ГеоФото, პორტალი Photo-study.ru, ონლაინ-ჟურნალი Bleek Magazine, მოსკოვის ჟურნალისტთა კავშირი, ვიზუალური ხელოვნების სკოლა, რუსეთის ფოტოხელოვანთა კავშირი, საინფორმაციო პორტალი YOung JOurnalists და ფესტივალები PhotoVisa და Фотопарад в Угличе.

 

ყველა ახალი ამბავი
0