შტორმი მოსკოვში: გადაიდო ათობით ავიარეისი

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიშტორმი მოსკოვში
შტორმი მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შტორმის დროს თვითმფრინავები მოსკოვის აეროპორტებიდან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაგვიანებით ახორციელებდნენ ფრენებს.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ამინდის მკვეთრი გაუარესების ფონზე მოსკოვის აეროპორტებში გადაიდო 235 რეისი, ექვსი კი გაუქმდა, იუწყება РИА Новости სერვის Яндекс. Расписание-ს მონაცემებზე დაყრდნობით.

უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, თვითმფრინავები დაგვიანებით მიფრინავდნენ, მეორე წრეზე მიდიოდნენ და სათადარიგო აეროდრომებზე ეშვებოდნენ, განაცხადეს საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოში („როსავიაცია“).

Публикация от Настасья (@kai_4a) Июн 30 2017 в 3:34 PDT

 

მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში პარასკევს კოკისპირული წვიმა ძლიერი ქარით და ძლიერი სეტყვით მოვიდა. მოსკოვის ოლქის დმიტროვსკის რაიონში მეხის დაცემით ერთი მამაკაცი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში ელექტროენერგიით მომარაგება 4 000 აბონენტს შეუწყდა.

 

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა პირობა დადო, რომ მოსკოვში უამინდობის ყველა შედეგი უახლოეს დღეებში აღმოიფხვრება.

„გუშინდელი შტორმისას მოსკოვში ერთი ადამიანი მეხის დაცემით გარდაიცვალა. 4 დაშავებული სხვადასხვა საავადმყოფოში  იმყოფება. მათ სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. 1200 ხე წაქცეულია. ორშაბათამდე უამინდობის ყველა შედეგი აღმოიფხვრება“, — დაწერა სობიანინმა სოციალურ ქსელში ВКонтакте.

ყველა ახალი ამბავი
0