მარადონა რუსეთის ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელობას აპირებს

© photo: Sputnik / Dmitry Dubinskyდიეგო მარადონა
დიეგო მარადონა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდმა ფეხბურთელმა მოსკოვში „დინამოს“ მშენებარე სტადიონი დაათვალიერა და რუსეთის ნაკრების პრობლემებზე ისაუბრა, რომლის ხელმძღვანელობასაც ის აპირებს.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. რუსეთში მარადონა გაზეთ „საბჭოთა სპორტის“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „რუსეთს უყვარს ფეხბურთის“ მიწვევით ჩავიდა.

თვითმფრინავი, რომლითაც ფეხბურთელი მოსკოვში ჩაფრინდა, აეროპორტში პარასკევს, დღისით დაეშვა, მიუხედავად ძლიერი წვიმისა და საშინელი ქარის.

ხანგრძლივი ფრენის შემდეგ მარადონა „დინამოს“ მშენებარე სტადიონზე გაემართა და ჟურნალისტებს რუსეთში საკუთარი გეგმების შესახებ უამბო. ვერც მოსკოვის გზებმა, ვერც უამინდობამ, ვერც დაღლილობამ ვერ შეაჩერა ფეხბურთელი, თუმცა, სრულფასოვან პრესკონფერენციაზე მან მაინც უარი თქვა და შეკითხვებზე მოკლე პასუხებით შემოიფარგლა.

© photo: Sputnik / Дмитрий Дубинскийარგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა მოსკოვში
Аргентинский футболист Диего Марадона в Москве - Sputnik საქართველო
არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა მოსკოვში

მოსკოვში არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ თავისი ვიზიტის მთავარი მიზანი გაამჟღავნა. როგორც აღმოჩნდა, ის მოსკოვში ჩავიდა, რათა რუსეთის ნაკრებს უხელმძღვანელოს და ამასთან დაკავშირებული საკითხები მოაგვაროს. „ბევრი გეგმები მაქვს და წინ ბევრი სამუშაო მელის“, — ენთუზიაზმით წამოიძახა ფეხბურთელმა.

მარადონამ რუსული ფეხბურთის მთავარ პრობლემაზე ისაუბრა: „რუს ფეხბურთელებს სუსტი მომზადება აქვთ, თუმცა, მათ ბევრი რამ შეუძლიათ. პრობლემა მენეჯერებშია.“

© photo: Sputnik / Дмитрий Дубинскийარგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა მოსკოვშია
Аргентинский футболист Диего Марадона в Москве - Sputnik საქართველო
არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა მოსკოვშია

ხანმოკლე საუბრის შემდეგ მარადონამ თავისი ხელმოწერა რამდენიმე ბურთზე დატოვა და ავტოგრაფები დაარიგა. დიდმა ფეხბურთელმა თავის ფოტოსურათებს ხელი აღფრთოვანებით მოაწერა და მრავალრიცხოვანი საჩუქრებით გაიხარა: მას საჩუქრად გადასცეს  ღვინო „ლევ იაშინი“, ღვეზელი და სამოვარი. შემდეგ კი მან  ესპანურ ენაზე იმ კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელ ქალთან ერთად შეასრულა სიმღერა, რომელიც სტადიონს აშენებს.

იგეგმებოდა, რომ ფეხბურთელი დაათვალიერებდა სპორტული ობიექტის მშენებლობას. თუმცა, უამინდობამ საღამოს გეგმები მაინც ჩაშალა — წვიმის გამო ექსკურსია გადაიდო.

 

რა ვიცით დიეგო არმანდო მარადონას შესახებ

დიეგო მარადონა — ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, XX  საუკუნის ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენია. ფიფას ვერსიით, შედის ყველა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეების ნაკრებში, ფიფას ფეხბურთელების ტოპ-ასეულში. „ოქროს ბურთის“ მფლობელია.

ფეხბურთის თამაში სამი წლიდან დაიწყო, ცხრა წლის ასაკში მოხვდა ბავშვთა გუნდში. 15 წლიდან გუნდის ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა, 17 წლიდან კი ეროვნულ ნაკრებში მოხვდა.

ბურთ

კლუბის წესების გვერდის ავლით რამდენიმე მატჩის შესრულება ფსევდონიმით მოუწია — ის ასაკით არ შეესაბამებოდა და მწვრთნელებმა ამ ხრიკს მიმართეს, რათა მარადონას ნიჭი წარმოეჩინათ.

© Sputnik / Alexander Imedashviliბურთი დიეგო მარადონას ავტოგრაფით
Мяч с автографом Диего Марадоны - Sputnik საქართველო
ბურთი დიეგო მარადონას ავტოგრაფით

არგენტინის ჩემპიონატის ისტორიაში ხუთჯერ გახდა საუკეთესო ბომბარდირი — ქვეყნის ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგია.
1982 წელს მარადონა კატალონიურ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონაში“ გადავიდა. იმ დროს ტრანსფერის თანხა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი იყო — 8 მილიონი დოლარი.
1986 წელს მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებთან მატჩისას 51-ე წუთზე მარადონამ გოლი ხელით გაიტანა, თუმცა, მსაჯმა დარღვევა არ შენიშნა და გოლი ჩათვალა. მატჩისშემდგომ კონფერენციაზე ფეხბურთელმა განაცხადა, რომ გოლი გატანილია „ნაწილობრივ მარადონას თავით, ხოლო ნაწილობრივ ღმერთის ხელით“. ამ გამოთქმიდან შემორჩა ბოლო ორი სიტყვა —„ღმერთის ხელი“, რაც იმ გოლის სახელწოდებად იქცა.

სამ წუთში კი მარადონამ მეტოქის ექვსი მოთამაშე მოატყუა და კიდევ ერთი გოლი გაიტანა, რომელსაც „ასწლეულის გოლი“ ეწოდა.

1997 წელს, 37-ე დაბადების დღეს, ფეხბურთელმა მოთამაშის კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

2000 წელს ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომელშიც ნარკოტიკების მოხმარება აღიარა.

კარიერის დასრულების შემდეგ დიეგო მარადონა სპორტული კომენტატორი იყო, მუშაობდა სპორტის ბიზნესში და წვრთნიდა რამდენიმე ფეხბურთის გუნდს და ეროვნულ ნაკრებს.

ყველა ახალი ამბავი
0