ვლადიმირ ეტუში რეანიმაციაშია

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ ეტუში
ვლადიმირ ეტუში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვახტანგოვის თეატრმა გააუქმა სამშაბათს დაგეგმილი სპექტაკლი "ბენეფისი", რომელშიც მსახიობს უნდა მიეღო მონაწილეობა.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. მსახიობი ვლადიმირ ეტუში კვლავ სკლიფოსოვსკის სახელობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ნეიროქირურგიის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, სადაც ის ორშაბათს მოათავსეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

"ის კვლავ ნეიროქირურგიულ რეანიმაციაშია. მდგომარეობა მძიმეა", – აღნიშნეს საავადმყოფოში.

მანამდე ვახტანგოვის თეატრის დირექტორმა კირილ კროკმა განაცხადა, რომ მსახიობი საავადმყოფოში კიბიდან ჩამოვარდნის შედეგად მიღებული ტრავმის შემდეგ გადაიყვანეს. თეატრში უკვე გააუქმეს სპექტაკლი "ბენეფისი", რომელიც სამშაბათს უნდა წარმოედგინათ.

ვლადიმირ ეტუშმა მაისში 95 წლის იუბილე აღნიშნა. მისი დებიუტი კინოში 1953 წელს შედგა, როდესაც ითამაშა მიხაილ რომის ფილმში "ადმირალი უშაკოვი". მას დიდი პოპულარობა მოუტანა როლებმა ფილმებში "კავკასიელი ტყვე ქალი", "12 სკამი" და "ივან ვასილის ძე პროფესიას იცლის".

ყველა ახალი ამბავი
0