მამუკა გალსკი რუსეთში დანაშაულებრივი სათვისტომოს ორგანიზებისთვის გაასამართლეს

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილები ციხის ცხაურზე
ხელბორკილები ციხის ცხაურზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი, ვინც რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ახალი მუხლით გასამართლდებოდა, ეს შაქრო კალაშოვი იქნებოდა.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. "კანონიერ ქურდ" მამუკა გალსკის რუსეთში განაჩენი "კრიმინალურ იერარქიაში მაღალი მდგომარეობის პირის მიერ დანაშაულებრივი სათვისტომის ორგანიზების" მუხლით გამოუტანეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ჟურნალ "პოლიცია როსიიზე" დაყრდნობით.

შაქრო მოლოდოი - Sputnik საქართველო
კრიმინალურ ფულს მთელი რუსეთის მასშტაბით შაქრო კალაშოვი ანაწილებდა

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი, ვინც რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ახალი მუხლით გასამართლდებოდა, ეს შაქრო კალაშოვი იქნებოდა, მაგრამ მისი საქმე სასამართლოში ჯერ არ შესულა.

"აღნიშნული განაჩენი ქმნის ანალოგიური საქმეების სასამართლოებში შემდგომი განხილვების პრეცედენტს", — განაცხადა რუსეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ ანდრეი გუსენკომ.

მამუკა გალსკის აპრილის ბოლოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მის გარდა თავისუფლების სხვადასხვა ვადით აღკვეთა შეეფარდა დანაშაულებრივი სათვისტომოს კიდევ 20 აქტიურ წევრს.

ყველა ახალი ამბავი
0