ევროპასა და ჩინეთში „მძევლებს" უჩვენებენ

გამოწერა
ფილმ „მძევლების" პრემიერა 2017 წლის თებერვალში ბერლინის საერთაშორისო ფესტიალზე გაიმართა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ზაფხულის განმავლობაში რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები" კინოგაქირავებაში გავა საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, ჩინეთსა და პოლონეთში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ფილმის პროდიუსერზე მიხაილ ფინოგენოვზე დაყრდნობით.

რეზო გიგინეიშვილი კინოტავრზე - Sputnik საქართველო
"კინოტავრზე" რეზო გიგინეიშვილის "მძევლები" აჩვენეს

ფილმი მონაწილეობდა ბერლინის 67-ე კინოფესტივალის სპეციალურ პროგრამაში „პანორამა". „მძევლები" წარდგენილია რუსეთის კინოფესტივალ „კინოტავრზეც", რომელიც სოჭში 7-14 ივნისის პერიოდში იმართება.

„საფრანგეთში ფილმი გაქირავებაში ზაფხულში გავა. მოგვიანებით კი მას უჩვენებენ ესპანეთში, იტალიაში, ჩინეთსა და პოლონეთში", — განუცხადა ჟურნალისტებს ფილმის პროდიუსერმა მიხაილ ფინოგენოვმა, რომელმაც დაამატა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და, შესაძლოა, ქვეყნების ჩამონათვალი გაიზარდოს.

საქართველო-რუსეთი-პოლონეთის ერთობლივი წარმოების ფილმის სიუჟეტი 1983 წლის 19 ნოემბრის რეალურ ფაქტებზეა დაყრდნობილი — იგი თბილისში თვითმფრინავის გატაცების რეალურ ისტორიას ეხება. ფილმის სიუჟეტის ცენტრში შვიდი ახალგაზრდაა, მათ შორის ერთი ქალი, რომლებმაც საბჭოთა კავშირიდან გაქცევის მიზნით 1983 წლის 18 ნოემბერს თვითმფრინავ Ту-134-ის გატაცება სცადეს. 19 ნოემბრის განთიადზე სპეცდანიშნულების რაზმმა შტურმით აიღო თვითმფრინავი. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ოპერაციის დროს დაიღუპა შვიდი ადამიანი — ორი მფრინავი, სტიუარდესა, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. გამტაცებელთაგან ქალს 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, დანარჩენები კი სიკვდილით დასაჯეს.

ყველა ახალი ამბავი
0