გარდაიცვალა სტალინის შვილიშვილი

© photo: Sputnik / Виталий Белоусов / გადასვლა მედიაბანკშირეჟისორი, სტალინის შვილიშვილი ალექსანდრ ბურდონსკი
რეჟისორი, სტალინის შვილიშვილი ალექსანდრ ბურდონსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იოსებ სტალინის შვილიშვილი, რეჟისორი ალექსანდრ ბურდონსკი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 75 წლისა გარდაიცვალა.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. რუსეთის არმიის ცენტრალური აკადემიური თეატრის რეჟისორი, იოსებ სტალინის შვილიშვილი ალექსანდრ ბურდონსკი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости თეატრის წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

რუსეთის სახალხო არტისტი, რუსეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ბურდონსკი ორშაბათ საღამოს გარდაიცვალა.

"ალექსანდრ ბურდონსკი 75 წლისა გარდაიცვალა. მასთან გამომშვიდობება თეატრში გაიმართება, სამოქალაქო პანაშვიდისა და დაკრძალვის დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი", — განაცხადა თეატრის წარმომადგენელმა.

ალექსანდრ ბურდონსკი იოსებ სტალინის უფროსი ვაჟის ვასილის შვილია პირველი ცოლის გალინა ბურდონსკაიასგან. ის 1941 წლის 14 ოქტომბერს კუიბიშევში (ამჟამად სამარა) დაიბადა.

ყველა ახალი ამბავი
0